სულთმოფენობა
From Wikipedia, the free encyclopedia
სულიწმიდის მოფენა, სულთმოფენა — ქრისტიანული საუფლო დღესასწაული, იმართება ქრისტეს აღდგომის 50-ე დღეს. სახარების თანახმად, იერუსალიმში ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმიდა ცეცხლის ენებად გადმოსულა და მოციქულებს შესძენიათ უნარი ქრისტიანობა ექადაგათ სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ხალხში, მოეხდინათ სასწაულები და სხვა.