![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e5/Sundsvall_in_Sweden_Storgatan.jpg/640px-Sundsvall_in_Sweden_Storgatan.jpg&w=640&q=50)
სუნდსვალი
From Wikipedia, the free encyclopedia
სუნდსვალი (შვედ. Sundsvall) — ქალაქი შვედეთში, ვესტერნორლანდის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 50 712 ადამიანს შეადგენს, მთლიანად მუნიციპალიტეტის კი 95 000-ს.[1]
ქალაქი | |
---|---|
სუნდსვალი შვედ. Sundsvall | |
![]() მთავარი ქუჩა | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 62°24′00″ ჩ. გ. 17°19′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1621 |
ფართობი | 27,46 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 241 მეტრი |
მოსახლეობა | 50 712 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 1 847 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 060 |
ოფიციალური საიტი | https://sundsvall.se/ |
ქალაქი 1621 წელს დაარსდა. მდებარეობს ბოტნიის ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, სტოკჰოლმიდან 395 კმ-ის მოშორებით.
სუნდსვალი ოთხგზის გაანადგურა ხანძარმა, თუმცა ოთხჯერვე შეაკეთეს. პირველად იგი რუსეთის არმიამ გადაწვა 1721 წელს, ჩრდილოეთის ომისას. ბოლო ხანძარი (1888 წ) უდიდესი იყო შვედეთის ისტორიაში; მისი მიზეზი იყო გემიდან გადმოვარდნილი ნაპერწკალი. ამ ხანძრის შემდეგ, ქალაქის ცენტრის ქვის შენობებით განაშენიანება მოხდა, რის გამოც სუნდსვალს ზედმეტსახელად „ქვის ქალაქს“ (Stenstaden) ეძახდნენ.
XX საუკუნის დასაწყისში, სუნდსვალში სწრაფად ვითარდება ხის მრეწველობა. 1879 წელს სწორედ აქ დაფიქსირდა პირველი მსხვილი გაფიცვა შვედეთში. ამ დროისათვის, ამ არეალის მოსახლეობა მხარს ძირითადად სოციალ-დემოკრატებსა და სოციალისტებს უჭერდა.
დღეისათვის სუნდსვალი ცელულოზა-ქაღალდის წარმოების ერთ-ერთი ცენტრია. აქვე განლაგებულია ცენტრალური შვედეთის უნივერსიტეტის მთავარი საუნივერსიტეტო ქალაქი.