ტალსი გაბარდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტალსი გაბარდი (ინგლ. Tulsi Gabbard, დ. 12 აპრილი, 1981, ლელოალოა, ამერიკის სამოა) — ამერიკელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 2013 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰავაის მეორე საარჩევნო ოლქიდან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის (დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ორგანო) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. აშშ-ის ისტორიაში კონგრესის პირველი ინდუიზმის მიმდევარი წევრი[1][2]. აშშ-ის ეროვნული არმიის მაიორი. ერაყის ომის ვეტერანი. 2019 წლის იანვარში წამოაყენა წინადადება, რომ სურდა კენჭისყრა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში[3].
ტალსი გაბარდი Tulsi Gabbard | |
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 3 იანვარი, 2013 |
დაბადებული | 12 აპრილი, 1981 ლელოალოა, ამერიკის სამოა |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | აბრაჰამ უილიამსი |
განათლება | ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი |
რელიგია | კრიშნაიზმი |
ხელმოწერა |
გაბალდი მხარს უჭერს აბორტის ლეგალიზაციას აშშ-ში, გამოდის ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობის წინააღმდეგ, გამოდიოდა გლას-სტიგოლის კანონის აღდგენის მომხრედ და მხარს უჭერს ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციას. თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში იგი ერთსქესიანთა ქორწინებისა და აბორტების ლეგალიზაციის წინააღმდეგი იყო, თუმცა მ ოგვიანებით შეიცვალა შეხედულებები. გაბალდი ასევე ეწინააღმდეგება ამერიკის სამხედრო ჩარევას სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში. იგი გარკვეულ ასპექტებში აკრიტიკებდა ამერიკის პოლიტიკას ერაყში, ლიბიასა და სირიაში. 2017 წელს იგი საიდუმლოდ ჩავიდა სირიაში და შეხვდა მის პრეზიდენტს ბაშარ ასადს. ამ ქმედებით მან მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა.