ტატაბანია
From Wikipedia, the free encyclopedia
ტატაბანია (უნგრ. Tatabánya) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ უნგრეთში, ცენტრალურ დუნაისგადაღმა რეგიონში. წარმოადგენს კომარომ-ესტერგომის მედიეს ადმინისტრაციულ ცენტრს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტატაბანია Tatabánya | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
მედიე | კომარომ-ესტერგომიკომარომ-ესტერგომი | ||||
კოორდინატები | 47°34′30″ ჩ. გ. 18°24′30″ ა. გ. | ||||
მერი | Ilona Szücsné Posztovics[1] | ||||
ფართობი | 91,42 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 167±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 67 753 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 765,73 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | (+36)34 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2800 | ||||
ოფიციალური საიტი | tatabanya.hu | ||||
დახურვა
ქალაქი მდებარეობს გერეშესა და შერტესის მთებს შორის ხეობაში, ბუდაპეშტიდან 55 კილომეტრის დაშორებით. მდებარეობის წყალობით, ტატაბანია მნიშვნელოვანი სარკინიგზო და საგზაო კვანძია.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად დასტურდება, რომ ეს არეალი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ქვის ხანიდან. XVI საუკუნეში ის თურქებმა დაიპყრეს. ამავე პერიოდში მოსახლეობა პროტესტანტი გახდა. მოგვიანებით, მმართველმა ფეოდალმა ლორდებმა ჩამოასახლეს კათოლიკე გერმანელები და სლოვაკები.