ტელომერები
From Wikipedia, the free encyclopedia
ტელომერები (ძვ. ბერძნ. τέλος-დან — „დასასრული“, „ბოლო“ და μέρος-დან — „ნაწილი“) — ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნები. ქრომოსომების ტელომერული უბნებისთვის დამახასიათებელია სხვა ქრომოსომებთან ან მათ ფრაგმენტებთან დაკავშირების შესაძლებლობის არქონა. ტელომერები დამცველობით ფუნქციას ასრულებენ.
ტერმინი „ტელომერა“ შემოიღო გერმან მელერმა 1932 წელს[1].
ევკარიოტების უმრავლესობის ტელომერები შედგება სპეციალიზებული ხაზოვანი ქრომოსომული დნმ-სგან, რომელიც შედგება მოკლე ტანდემური განმეორებებისგან. ქრომოსომების ტელომერულ უბნებში ტელომერულ დნმ-გამეორებებთან სპეციფიკურად დაკავშირებად ცილებთან ერთად დნმ ქმნის ნუკლეოპროტეიდურ კომპლექსს — კონსტიტუციურ (სტრუქტურულ) ტელომერულ ჰეტეროქრომატინს.