From Wikipedia, the free encyclopedia
ტიიტ ვიაჰი (ესტ. Tiit Vähi; დ. 10 იანვარი, 1947, ვალგა, ესტონეთის სსრ) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1992 და 1995-1997 წლებში.
ტიიტ ვიაჰი | |
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 იანვარი, 1992 – 21 ოქტომბერი, 1992 | |
წინამორბედი | ედგარ სავისაარი |
მემკვიდრე | მარტ ლაარი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 აპრილი, 1995 – 17 მარტი, 1997 | |
პრეზიდენტი | ლენარტ მერი |
წინამორბედი | ანდრეს ტარანდი |
მემკვიდრე | მარტ სიიმანი |
დაბადებული | 10 იანვარი, 1947 ვალგა, ესტონეთის სსრ |
პროფესია | ინჟინერ-მექანიკოსი |
დაიბადა 1947 წლის 10 იანვარს ქალაქ ვალგაში. დაამთავრა ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტი. იყო ესტონეთის სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1989 წელს გახდა ესტონეთის სსრ-ის ტრანსპორტის მინისტრი. ეს თანამდებობა ეკავა 1992 წლამდე. 1992 წელს სათავეში ჩაუდგა მთავრობას. მისი მმართველობის დროს შემოიღეს ახალი ვალუტა ესტონური კრონი. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში მას მონაწილეობა არ მიუღია. 1993 წელს გახდა კოალიციური პარტიის თავმჯდომარე. 1995 წლის არჩევნებზე კოალიციური პარტიისა და ესტონეთის სახალხო კავშირის კოალიციამ გამარჯვებას მიაღწია და ჩამოაყალიბა მთავრობა. გადადგა 1997 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.