ტირამისუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ტირამისუ (იტალ. tiramisù, სიტყვასიტყვით — „აღმაფრთოვანე“) — იტალიური მრავალფენიანი დესერტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის შემდეგი ინგრედიენტები: ყველი მასკარპონე, ყავა (ჩვეულებრივ ესპრესო), ქათმის კვერცხები, შაქარი და ნამცხვარი სავოიარდი. როგორც წესი, დესერტს კაკაო-ფხვნილს მიმოაყრიან ხოლმე[1].
სწრაფი ფაქტები რიგითობა, წარმოშობის ადგილი ...
ტირამისუს ნაჭერი | |
რიგითობა | დესერტი |
---|---|
წარმოშობის ადგილი | იტალია |
რეგიონი |
ვენეტო ფრიული-ვენეცია-ჯულია |
ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
მთავარი ინგრედიენტები |
სავოიარდი, კვერცხის ცილა, მასკარპონე, კაკაო, ყავა |
|
დახურვა
ტირამისუ — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია. არსებობს რეცეპტის ადაპტაციები, რომელთა მიხედვით კაკაო-ფხვნილს გახეხილი შოკოლადით ანაცვლებენ, სავოიარდის — ბისკვიტით, კოფეინის განაჟღენთს — ხილის ან ალკჰოჰოლის (ჩვეულებრივ მარსალას ან მადერას) განაჟღენთით, ხოლო გარკვეულ ვარიაციებში კი ტირამისუ შეიძლება პუდინგს ან კეკსს მიამსგავსოთ.