From Wikipedia, the free encyclopedia
ტირანის ოლქი (ალბ. Qarku Tiranë და Qarku i Tiranës) — ოლქი, ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში. ფართობით იგი მეათე ადგილს იკავებს თორმეტ ოლქს შორის, ხოლო მოსახლეობის მხრივ — პირველს. ოლქის 1 652 კვადრატული კილომეტრის ფართობზე 895 000-ზე მეტია ადამიანი ცხოვრობს. ოლქს დასავლეთიდან ადრიატიკის ზღვა, ჩრდილო-დასავლეთითან დურესის ოლქი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დიბრის ოლქი, აღმოსავლეთიდან ელბასანის ოლქი და დასავლეთიდან ფიერის ოლქი ესაზღვრება. ის იყოფა ხუთ მუნიციპალიტეტად: ტირანა, კამეზი, კავაიე, როგოჟინე და ვორე. მუნიციპალიტეტები, საერთო ჯამში ოცდაცხრა ადმინისტრაციულ ცენტრს აერთიანებენ.
ოლქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტირანის ოლქი ალბ. Qarku i Tiranës | |||||
| |||||
ქვეყანა | ალბანეთი | ||||
ადმ. ცენტრი | ტირანა | ||||
შიდა დაყოფა | Kamëz municipality, Kavajë municipality, Rrogozhinë municipality, Tirana municipality და Vorë municipality | ||||
კოორდინატები | 41°15′00″ ჩ. გ. 19°45′00″ ა. გ. | ||||
ფართობი | 1 652 კმ² | ||||
მოსახლეობა | 906 166 კაცი (2020) | ||||
სიმჭიდროვე | 550 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.qarkutirane.gov.al | ||||
გეოგრაფიულად ტირანა ვრცელდება აღმოსავლეთით მდებარე სკანდერბეგის მთებიდან ადრიატიკის ზღვის სანაპირომდე, ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ. ადგილმდებარეობისა და ადრიატიკის ზღვასთან სიახლოვის გამო, მის კლიმატზე განსაკუთრებით მოქმედებს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, რის გამოც ოლქისთვის ოთხი სეზონია დამახასიათებელი. ომელსაც აქვს ოთხი განსხვავებული სეზონი. ქვეყნის თოთხმეტი ეროვნული პარკიდან ორი სწორედ ტირანის ოლქში მდებარეობს, რომელთა შორისაა: დაითი და დივიაკე-კარავასტა.
ისტორიულად, ტირანა დასახლებული იყო პალეოლითის ხანიდან, რომელიც თარიღდება 10 000 – დან 30 000 წლის წინ. ამის მიუხედავად, ქალაქი ტირანა დაარსდა ქალაქად საუკუნეების შემდეგ 1614 წელს, ოსმალეთის მიერ ალბანეთის ოკუპაციის დროს.
ოლქის დედაქალაქია ტირანა, რომელიც ასევე უდიდესი ქალაქია ალბანეთში მოსახლეობისა და ფართობის მხრივ.[1]
რეგიონში, რომელიც ამჟამად ტირანის ოლქს წარმოადგენს, უკვე მუდმივად დასახლებული იყო პალეოლითის პერიდში, დაახლოებით 10 000-დან 30 000-მდე პერიოდში. ამის მტკიცებულებას არქეოლოგიური გათხრები წარმოადგენს. არქეოლოგების მტკიცებით, ტირანა და მისი შემოგარენები ილიანური ტოპონიმებით არის სავსე, რადგან მისი უბნები ალბანეთის ერთ-ერთ უძველესი დასახლებებია.[2]
ტირანის ცენტრში უძველესი აღმოჩენა იყო რომაული სახლი, რომელიც მოგვიანებით ერთნავიან ეკლესიად გადაკეთდა. მას ჰქონდა მოზაიკური იატაკი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნით თარიღდება. ციხესიმაგრე, რომელსაც შესაძლოა ერქვა თირკანი ან თერანდა, რომლის ნაშთები გვხვდება მურათ ტოპტანის ქუჩის გასწვრივ, ააშენა იმპერატორმა იუსტინიანემ 520 წელს და აღადგინა აჰმედ ფაშა თოფტანმა XVIII საუკუნეში.[2] ამ ტერიტორიას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა ილირიულ და კლასიკურ ხანაში. 1510 წელს ალბანელი კათოლიკე მღვდელი და მეცნიერი მარინ ბარლეტი, ალბანეთის ეროვნული გმირის, სკანდერბეგის ბიოგრაფიაში, ამ ტერიტორიას პატარა სოფლად მოიხსენიებს.[3]
ოლქის ფართობი 1 652 კვადრატული კილომეტრია. ის მდებარეობს ალბანეთის ცენტრალურ ნაწილში. ტირანას ოლქის დასავლეთით ადრიატიკის ზღვა მდებარეობს, ჩრდილო-დასავლეთით დურესის ოლქი, ჩრდილო-აღმოსავლეთით დიბრის ოლქი, აღმოსავლეთით ელბასანის ოლქი და დასავლეთით ფიერის ოლქი.[4]
ტირანის ოლქი დასავლეთით ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლებიდან აღმოსავლეთით სკანდერბეგის ქედამდე ვრცელდება.[5] დასავლეთით, ალბანეთის ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებატრობს მიზეკის ვაკე. აღმოსავლეთი ნაწილი მეტად მთიანია, რომელიც ცენტრალურ ქედს დასავლეთ დაბლობებისგან გამოჰყოფს. ოლქში სამი მდინარე გაედინება: ერზენი, იშემი და შკუმბინი, რომელიც ელბასანის ოლქთან საზღვარს წარმოქმნის.
ადრიატიკის ზღვა და სკანდერბეგის მთები განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ტირანის ოლქის კლიმატის ფორმირებაზე. მას აქვს ხმელთაშუა ზღვისთვის დამახასიათებელი ჰავა ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული სეზონით. ზაფხული ზოგადად თბილი და მშრალია, ხოლო ზამთარი შედარებით გრილი და იშვიათად ძალიან ცივი.[6] ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც ქალაქ ტირანაში დაფიქსირებულა არის 41.5 ცელსიუსი, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა −34.7 გრადუსი ცელსიუსი სოფელ ბიქსში აღრიცხეს.[6]
ტურიზმისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით ტირანის ოლქში მრავალი ბუნებრივი ნაკრძალია.[7] დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო აგრეთვე აკონტროლებს: დაიტის ეროვნულ პარკს, დივიაკე-კარავასტას ეროვნულ პარკს და მალის მე გროპა-ბიზე-მართანეშის დაცულ ლანდშაფტს.
ტირანის ოლქი ალბანეთის რესპუბლიკის ყველაზე ბევრ მოსახლიანი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ოლქია, სადაც მოსახლეობა რეგულარულად იზრდება.[8][9] სტატისტიკის ინსტიტუტის (INSTAT) მონაცემების მიხედვით, ოლქის მოსახლეობამ 2019 წელს შეადგინა 895 160 ადამიანი, რაც ალბანეთის მოსახლეობის 31% -ზე მეტს შეადგენს.[10]
ტირანის ოლქში მოსახლეობის მატების ზოგადად მაღალი მაჩვენებელი მეოცე საუკუნის ბოლოდან დაიწყო კომუნიზმის დაცემის გამო.[11] შიდა მიგრაცია მოსახლეობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია, ოლქში საცხოვრებლად გადადიან განსაკუთრებით ბერატიდან, დიბერიდან და კუკესიდან.[11]
2011 წლის აღწერის მონაცემებით, ეთნიკურიმონაცემების მიხედვით ტირანის ოლქის მოსახლეობის 84,1% იყოალბანელი, 0,35% ბერძენი, 0,32% ბოშა, 0,11% არომანელი, 0,11% აშკალი, 0,07% მაკედონელი და 0,01% მონტენეგროელი.[12] ენების მხრივ, ოლქის 99,40% ლაპარაკობდა ალბანურად, როგორც მშობლიურ ენაზე. სხვა სასაუბრო ენების შორისაა: ბერძნული (0,12%), აწინკნური (0,12%), თურქული (0,06%), მაკედონიური (0,05%), იტალიური (0,03%) და არომანული(0,02%).[12] რელიგიის მიხედვით, 466 760 ადამიანი (62,29%) იყომუსლიმი, 39 745 (5,30%) კათოლიკე, 37 890 (5,06%) აღმოსავლეთის მართლმადიდებლები, 19,909 (2,66%) ბექტაშები, 1 783 (0,24%) ევანგელიკანები, 797 (0,11%) კი — სხვა ქრისტიანები, ასევე და 270 (0,04%) სხვა რელიგიის მატარებლები.[12] 20 558 ადამიანი (2,74%) არარელიგიური იყო, ხოლო 113 844 (15,19%) ადამიანმა თავიანთი რელიგია არ გაამხილა.
ტირანის ოლქი უმეტესად ურბანიზირებულია, სადაც მოსახლეობის 70% -ზე მეტი ქალაქებში, დაბებსა და გარეუბნებში ცხოვრობს.[13] მისი მოსახლეობის უმეტესობა დედაქალაქ ტირანაში ცხოვრობს . 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 418 495 ადამიანს, ხოლო ტირანის მიმდებარე მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობა 557 422 ადამიანია, ასევე წარმოადგენს ალბანეთის უდიდეს მიტროპოლიტენს.[14]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.