ტიურინგის პრემია
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიურინგის პრემია (ინგლ. Turing Award) — ყოველწლიური ჯილდო დაწესებული გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციის (ინგლ. Association for Computing Machinery) მიერ. პრემია ენიჭება პიროვნებას „კომპიუტერულ საზოგადოებაში შეტანილი ტექნიკური ხასიათის წვლილისთვის“. გათვალისწინებულია, რომ „წვლილი უნდა იყოს ხანგრძლივი და ძირითადი ტექნიკური მნიშვნელობისა კომპიუტერულ დარგში“.[1] ტიურინგის პრემია ცნობილია როგორც „უმაღლესი ღირსება ინფორმატიკაში“[2][3] და „კომპიუტერული ტექნოლოგიის ნობელის პრემია“.[4][5]
ტიურინგის პრემია | |
სტივენ კეტლის მიერ დამზადებული ალან ტიურინგის ფიქლის ქანდაკება ბლეტჩლის პარკში | |
ჯილდო | განსაკუთრებული წვლილისთვის ინფორმატიკაში |
წარადგენს | გამოთვლითი ტექნიკის ასოციაცია |
ქვეყანა | აშშ |
პირველად გადაეცა | 1966 |
ბოლოს გადაეცა | 2015 |
amturing.acm.org |
---|
პრემიას სახელი დაერქვა ცნობილი ინგლისელი მათემატიკოსისა და ინფორმატიკოსის, ალან ტიურინგის პატივსაცემად. ტიურინგი ცნობილია, როგორც თეორიული ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მამამთავარი.[6] 2007 წლიდან 2013 წლამდე, ინტელისა და გუგლის ფინანსური მხარდაჭერით, პრემიას თან ახლდა ჯილდო 250 000 ამერიკული დოლარის ოდენობით,[1] ხოლო 2014 წლიდან, Google-ის მხარდაჭერით,[7] საპრიზო თანხა ერთ მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.[8]