From Wikipedia, the free encyclopedia
ტობრუკი (არაბ. طبرق) — საპორტო ქალაქი აღმოსავლეთ ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ეგვიპტის საზღვართან. წარმოადგენს ელ-ბუტნანის რაიონის დედაქალაქს. მოსახლეობა 120 000 ადამიანი (2011).[1]
ქალაქი | |
---|---|
ტობრუკი არაბ. طبرق | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | კირენაიკა |
რაიონი | ელ-ბუტნანი |
კოორდინატები | 32°04′34″ ჩ. გ. 23°57′41″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
მოსახლეობა | 120 000 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
თავდაპირველად ტობრუკი ძველ ბერძენთა კოლონია იყო, მოგვიანებით კი რომაელთა ციხესიმაგრე, რომელიც კირენაიკის საზღვარს იცავდა.[1] საუკუნეთა მანძილზე, ტობრუკი ასევე ასრულებდა საგზაო სადგურის როლს სანაპირო ხაზის გასწვრივ მიმდინარე საქარავნო გზისთვის.[1] 1911 წელს ქალაქი იტალიელთა სამხედრო პოსტი გახდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 22 იანვარს, იგი მოკავშირეთა ძალებმა, კერძოდ ავსტრალიის მე-6 დივიზიონმა აიღო. ომის შემდგომ, 1960-იან წლებში აღდგენილ ტობრუკს შეემატა საპორტო ტერმინალი, რომელიც სერირის ნავთობის საბადოს მილსადენით დაუკავშირდა.[1]
ლიბიის მეფე იდრის I-ს ტობრუკში სასახლე ჰქონდა. ტრადიციულად, ქალაქი სენუსის სამეფო დინასტიის ძლიერი საყრდენი იყო. ამავე დროს, ქალაქი ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც არაბული გაზაფხულის დროს პოლკოვნიკ კადაფის საწინააღმდეგო აჯანყებები დაიწყო. სულ მალე, იგი ლიბიის გარდამავალი საბჭოს მმართველობაში გადავიდა.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.