ტოკიო
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოკიო (იაპონ. 東京) — იაპონიის 47 პრეფექტურიდან ერთ-ერთია და მოიცავს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს, რომელსაც ადრე ქალაქ ტოკიოს უწოდებდნენ, და რომელიც ასევე დიდი ტოკიოს აგლომერაციის შუაგულს წარმოადგენს. იგი წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკურ ცენტრს[2], მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო ქალაქი არ არის, მას იაპონიის დედაქალაქად თვლიან და ის წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავრობისა და იმპერატორის სამყოფელს. ტოკიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 10%, ცხოვრობს. იგი დასახლებული იყო უხსოვარი დროიდან. თავდაპირველად სოფელი ედო, არსებობდა საუკუნეების განმავლობაში. უძველესი დროიდანვე იყო განვითარებული თევზჭერა. ქალაქი აგებულია დაბალ, ალუვიურ ვაკეზე. კლიმატი ზომიერია ზამთარში, ხოლო ზაფხულში ცხელი და ტენიანი. ადრეულ ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წვიამიანი სეზონი.
პრეფექტურა | |||||
---|---|---|---|---|---|
ტოკიო 東京 | |||||
| |||||
ქვეყანა | იაპონია | ||||
რეგიონი | კანტოკანტო | ||||
კუნძული | ჰონსიუ | ||||
შიდა დაყოფა | ადაჩი, არაკავა, ბუნკიო, ჩიოდა, ჩუო, ედოგავა, იტაბაში, კაცუშიკა, კიტა (ტოკიო), კოტო, მეგურო, მინატო, ნაკანო, ნერიმა, ოტა, სეტაგაია, შიბუია, შინაგავა, შინჯუკუ, სუგინამი, ტოშიმა, ტაიტო, სუმიდა, Hachioji, Tachikawa, მუსასინო, Mitaka, ომე, Fuchū, Akishima, Chofu, Machida, Koganei, Kodaira, Hino, Higashimurayama, Kokubunji, Kunitachi, ფუსა, Komae, Higashiyamato, Kiyose, Higashikurume, Musashimurayama, Tama, Inagi, Hamura, აკირუნო, Nishitokyo, მიძუჰო, ჰინოდე, Hinohara, Okutama, Oshima, Toshima, Niijima, Kozushima, Miyake, Mikurajima, Aogashima, Ogasawara Village და Hachijo | ||||
კოორდინატები | 35°41′00″ ჩ. გ. 139°46′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | იურიკო კოიკე[1] | ||||
დაარსდა | 6 სექტემბერი, 1868 | ||||
ფართობი | 2,187.08 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 40 მ | ||||
მოსახლეობა | 12,790,000 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 6,000 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+09:00 და Japan Standard Time | ||||
ოფიციალური საიტი | metro.tokyo.jp | ||||
ტოკიო მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს კანტოს რეგიონში. ცენტრის კოორდინატებია 35°41'N, 139°46'E (35.68333, 139.7667), თუმცა მისი საზღვრები ვრცელდება წყნარი ოკეანის ახლომდებარე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთი ძირითადი მიწიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. ფართობი შეადგენს 2,187.08 კმ²-ს.
ტოკიო წარმოადგენს პოლიტიკურ, სამეწარმეო, საფინანსო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პოპ-კულტურის ცენტრს, იაპონიაში კორპორაციათა შტაბ-ბინების, ფინანსური ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, კოლეჯების, მუზეუმების, თეატრების, სავაჭრო და გასართობი დაწესებულებების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა. ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და სხვა ბიზნეს სათავო ოფისები წარმოდგენილია ტოკიოს ცენტრალურ ნაწილში.
ტოკიოს ზოგადად მსოფლიოს ოთხ ყველაზე გავლენიან „გლობალურ ქალაქთა“ (ლონდონის, ნიუ-იორკისა და პარიზის გვერდით) შორის მოიხსენიებენ. ქალაქის მმართველობას ახორციელებს პრეფექტურული კრება, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა 4 წლის ვადით. კრებას მეთაურობს მოსახლეობის მიერ არჩეული გუბერნატორი (მერი). არჩევითი ორგანოს უფლებამოსილება ფორმალურად საკმაოდ ფართოა, ფაქტობრივად კი მის საქმიანობას კონტროლს უწევს ცენტრალური ხელისუფლება. ტოკიოს რაიონებში არის არჩევითი რაიონული კრებები. ქალაქის ერთ-ერთი დასაფასებელი თვისება ისაა, რომ მოსახლეობა სრულიად თავისუფალია და პატივს სცემს ნებისმიერი ერის, სარწმუნოების, ორიენტაციის წარმომადგენელს. თავად ქალაქის თინეიჯერებში კი გავრცელებულია ჰარაჯუკუ, რომელიც სწორედ აქ ჩაისახა და შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა.