ტომას მაინ რიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტომას მაინ რიდი (ინგლ. Thomas Mayne Reid; დ. 4 აპრილი, 1818, ირლანდია — გ. 22 ოქტომბერი, 1883, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ამერიკელი რომანისტი. „კაპიტანი“ რიდი ძირითადად სათავგადასავლო რომანებს წერდა. იგი პასტორის ოჯახიდან იყო (რიდი წარმოშობით შოტლანდიელი იყო, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან). განათლება ბელფასტში მიიღო და 1840 წელს თავგადასავლების საძიებლად ამერიკაში წავიდა. ჟურნალისტის რანგში მონაწილეობდა 1846–1848 წლების ამერიკა-მექსიკის ომში, სადაც დაიჭრა. შემდეგ დაბრუნდა ევროპაში და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა ლონდონში, 1850 წელს გამოსცა „The Rifle Rangers“, სადაც ასახა მექსიკის ომში აღწერილი მოვლენები. მაინ რიდმა დაწერა 22 საბავშვო მოთხრობა, ფსევდონიმით „კაპიტანი მაინ რიდი“ და 28 ნაწარმოები უფროსებისათვის. იტანჯებოდა მძიმე ავადმყოფობით. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რიდი ხეიბარი იყო. გარდაიცვალა ლონდონში 1883 წელს.
ტომას მაინ რიდი | |
---|---|
ინგლ. Thomas Mayne Reid | |
დაბადების თარიღი | 4 აპრილი, 1818(1818-04-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ბალირონი[1] [7] |
გარდაცვალების თარიღი | 22 ოქტომბერი, 1883(1883-10-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი[1] [7] |
დასაფლავებულია | კენსალ-გრინის სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი[8] [9] , რომანისტი და საბავშვო მწერალი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო აშშ |
პერიოდი | 1890[10] |
ჟანრი | სათავგადასავლო ლიტერატურა |
Magnum opus | უთავო მხედარი, Osceola The Seminole: The Red Fawn of the Flower Land და The Quadroon: Or, A Lover's Adventures in Louisiana |
მეუღლე | Elizabeth Reid |
ხელმოწერა | |