![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/M%25C3%25B6bius_strip.jpg/640px-M%25C3%25B6bius_strip.jpg&w=640&q=50)
ტოპოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოპოლოგია (ბერძნ. topos – ადგილი, logos – სწავლა) — მათემატიკის დარგი, რომლის შესწავლის ობიექტებია ტოპოლოგიური სივრცეები, უწყვეტი ასახვები, და დაკავშირებული მათემატიკური ცნებები. მისი მეშვეობით ხდება მათემატიკაში ისეთი ფუნდამენტური ცნებების ფორმალიზება, როგორიცაა ბმულობა, კრებადობა, უწყვეტობა და ა.შ. მე-20 საუკუნის დასაწყისში დარგის დაარსებისას, მას geometria situs (ლათ. „ადგილის გეომეტრია“) და analysis situs (ლათ. „ადგილის ანალიზი“) უწოდებდნენ. 1925-75 წლებში მათემატიკის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო იყო.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/M%C3%B6bius_strip.jpg/640px-M%C3%B6bius_strip.jpg)
![]() |
ტერმინს „ტოპოლოგია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტოპოლოგია (მრავალმნიშვნელოვანი). |