ტურინგის მანქანა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიურინგის მანქანა — ჰიპოთეტური მექანიზმი, რომელიც მანიპულირებას უკეთებს სიმბოლოოებს ფირზე, შესაბამისი ცხრილის წესების გამოყენებით. მიუხედავად მისი სიმარტივისა, ტიურინგის მანქანას შეუძლია ნებისმიერი კომპიუტერული ალგორითმის ლოგიკის სიმულაცია და ის განსაკუთრებით გამოიყენება პროცესორის ფუნქციების გასამარტად.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
„ტიურინგის“ მანქანა გამოიგონა ალან ტიურინგმა 1936 წელს და მას ა-მანქანა უწოდა(ავტომატური მანქანა). ტიურინგის მანქანა არ შექმნილა პრაქტიკული კომპიუტერული გამოყენებისთვის. მისი შექმნის მიზანი იყო, ყოფილიყო ჰიპოთეტური მექანიზმი, რომელიც კომპიუტერის ანალოგს წარმოადგენდა. ტიურინგის მანქანა ეხმარება მეცნიერებს, გაიგონ მექანიკური შესაძლებლობების საზღვრები.
ტიურინგმა, 1948 წელს, მის მანქანას მოკლე განმარტება მისცა: „გონივრული მანქანა“ ( "Intelligent Machinery").
ტიურინგის მანქანას, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სხვა ტიურინგის მანქანის სიმულაცია, უნივერსალური ტიურინგის მანქანა (UTM, or simply a universal machine) ეწოდება. უფრო მათემატიკურად-ორიენტირებული განსაზღვრება მას მისცა ალონსო ჩარჩმა, რომლის სამუშაო ლამბდა-კალკულუსის შესახებ დაერთო ტიურინგის ოფიციალურ თეორემას და მას ჩარჩ-ტიურინგის თეზისი ეწოდა. თეზისი ხაზს უსვამს, რომ ტიურინგის მანქანა ნამდვილად ემსახურება ცნებას, ეფექტიანი მეთოდებისა, ლოგიკასა და მათემატიკაში და ეხმარება ალგორითმის ზუსტ განმარტებას.