უესტლანდ-ტაი-პოუტინის ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
უესტლანდ-ტაი-პოუტინის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე. შეიქმნა 1960 წელს, უესტლანდის რაიონის ევროპული დასახლების ასი წლისთავზე. მოიცავს 1 175 კმ² ტერიტორიას და ვრცელდება სამხრეთ ალპების უმაღლესი მწვერვალებიდან ველურ, დაშორებულ სანაპირო ზოლამდე. ესაზღვერბა მთავარი წყალგამყოფის გასწვრივ მდებარე მაუნტ-კუკის ეროვნულ პარკს.
უესტლანდ-ტაი-პოუტინის ეროვნული პარკი
Westland Tai Poutini National Park | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | უესტ-კოსტის რეგიონი |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
კოორდინატები | 43°23′ ს. გ. 170°11′ ა. გ. |
ფართობი | 1 175 კმ² |
დაარსდა | 1960 |
მმართველი ორგანო | ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი |
ეროვნული პარკი მოიცავს მყინვარებს, თვალწარმტაც ტბებსა და ზომიერ წვიმის ტყეებს, ისევე როგორც სანაპიროს გასწვრივ მდებარე ოქროს მომპოვებელ ძველ ქალაქთა ნაშთებს. პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია ფრანც იოსებისა და ფოქსის მყინვარები. შესაძლებელია ნადირობა კეთილშობილ ირმებსა და არჩვებზე, ასევე ამავე მიზნებით მთებში ვერტმფრენით დაშვება.
2010 წელს, პარკს დაემატა 4 400 ჰა ტერიტორია.[1]