From Wikipedia, the free encyclopedia
წმინდა მარგარეტის ეკლესია — ანგლიკანური ეკლესია ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოს მიწებზე, პარლამენტის მოედანზე.[1] ეკლესია აგებულია მარგარეტ ანტიოქიელის (წმინდა მარინე) სახელზე.[2]
უესტმინსტერის სასახლე, უესტმინსტერის სააბატო და წმინდა მარგარეტის ეკლესია* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 51°30′00″ ჩ. გ. 0°07′37″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 426 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 426 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტაძრის ისტორია XII საუკუნეში იწყება, როდესაც ის ბენედიქტელმა ბერებმა ააშენეს. თუმცა ტიუდორების მმართველობისას, 1486 - 1523 წლებში საგრძნობლად გადაკეთდა. 1614 წელს ის ვესტმინსტერის სასახლის სამწყსო ეკლესიად გადაიქცა. 1734 - 1738 დაემატა ჩრდილოეთისა და დასავლეთის კოშკები, ხოლო მთლიანად სტრუქტურა პორტლანდური ქვით მოპირკეთდა. 1877 წელს ტაძრის ინტერიერი მნიშვნელოვნად აღდგენილ იქნა.[3]
1987 წელს, ვესტმინსტერის სასახლესა და სააბატოსთან ერთად, წმინდა მარგარეტის ეკლესია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.