From Wikipedia, the free encyclopedia
უილარდ ფრენკ ლიბი (ინგლ. Willard Frank Libby; დ. 17 დეკემბერი, 1908 — 8 სექტემბერი, 1980) — ამერიკელი ფიზიკოსი ქიმიკოსი. 1949 წელს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რადიონახშირბადული დათარიღების აღმოჩენაში, ამ პროცესმა დიდი რევოლუცია მოახდინა არქეოლოგიასა და პალეონტოლოგიაში. 1960 წელს ამ პროცესის აღმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში.
უილარდ ლიბი | |
---|---|
ინგლ. Willard Frank Libby | |
დაბ. თარიღი | 17 დეკემბერი, 1908[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | გრანდ-ველი[10] |
გარდ. თარიღი | 8 სექტემბერი, 1980[1] [2] [3] [4] [5] [6] [9] (71 წლის) |
გარდ. ადგილი | ლოს-ანჯელესი, აშშ[11] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ქიმიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | კალიფორნიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი[10] და ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კალიფორნიის უნივერსიტეტი[10] , პრინსტონის უნივერსიტეტი და Analy High School |
მეუღლე | Leona Woods |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[10] , ნობელის პრემია ქიმიაში[12] [13] , ართურ ლუის დეის მედალი[14] , ელიოტ კრესონის მედალი[15] , უილარდ გიბსის ჯილდო[16] , ალბერტ აინშტაინის პრემია, ამერიკის ქიმიკოსთა ინსტიტუტის ოქროს მედალი[17] , Glenn T. Seaborg Award for Nuclear Chemistry[18] და Remsen Award[19] |
1931 წელს დაამთავრა კალიფორნიის უნვივერსიტეტი (ბერკლი), 1933 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მეორე მსოფლიო ომის დროს, კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობდა მანჰეტენის პროექტზე. ომის დასრულების შემდეგ, ლიბი გახდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის, ბირთვული კვლევების ინსტიტუტის პროფესორი, სადაც მან შეიმუშავა ორგანული ნაერთების დათარიღების ტექნიკა ნახშირბად 14-ის გამოყენებით. მან ასევე აღმოაჩინა, რომ ტრიტიუმიც მსგავსად შეიძლება გამოიყენებოდეს წყლის დათარიღებისთვის, მათ შორის ღვინოც. 1950 წელს გახდა ატომური ენერგიის კომისის გენერალურ მრჩეველთა კომიტეტის წევრი.
1959 წელს გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) ქიმიის პროფესორი, ამ პოზიციაზე იგი პენსიაზე გასვლამდე იმყოფებოდა. 1962 წელს იგი გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის სახელმწიფო გეოფიზიკისა და პლანეტარული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. მან გარემოსდაცვითი ინჟინერიის პირველი პროგრამა 1972 წელს დაიწყო, და როგორც კალიფორნიის საჰაერო რესურსების საბჭოს წევრი, იგი მუშაობდა კალიფორნიის ჰაერის დაბინძურების სტანდარტების შემუშავებასა და გაუმჯობესებაზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.