From Wikipedia, the free encyclopedia
უილიამ ჰადსონი (ინგლ. William Hudson; დ. 1730, კენდალი — გ. 23 მაისი, 1793) — ბრიტანელი ბოტანიკოსი და მიკოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.[6]
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Huds.[7]
დაიაბადა 1730 წელს ქალაქ კენდალში, ინგლისში. კენდალის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სასწავლებლად ლონდონის აფთიაქარს მიაბარეს.
1761 წელს აირჩიეს ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად. 1762 წელს გამოიცა მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი Flora Anglica. 1791 წელს იგი შუერთდა ახლად შექმნილ ლონდონის ლინეს საზოგადოებას.
ჰადსონი შეისწავლიდა გვიმრებს, ხავსისნაირებს, წყალმცენარეებს, თესლოვან მცენარეებსა და სოკოებს.[6]
უილიამ ჰადსონი გარდაიცვალა 1793 წლის 23 მაისს, ლონდონში. დაკრძალულია ვესტმინსტერის წმინდა ჯეიმსის სახელობის ტაძარში.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.