From Wikipedia, the free encyclopedia
უკუტრანსკრიპტაზა (აგრეთვე ცნობილია, როგორც შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა, რევერტაზა ან რნმ-დამოკიდებული დნმ-პოლიმერაზა) — ფერმენტი (ფკ 2.7.7.49 დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine. ), რომელიც ასრულებს კატალიზატორის როლს უკუტრანსკრიფციის დროს, როდესაც ხდება დნმ-ის სინთეზი რნმ-ის მატრიცაზე.
ფერმენტს ასე ეწოდება იმიტომ, რომ ტრანსკრიფციის პროცესების უმეტესობა ცოცხალ ორგანიზმებში მიდის სხვა მიმართულებით, უფრო ზუსტად კი, დნმ-ის მოლეკულიდან სინთეზირდება რნმ-ტრანსკრიპტი.
უკუტრანსკრიპტაზა აღმოაჩინა ჰოვარდ ტემინმა ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში და მისგან დამოუკიდებლად დევიდ ბალტიმორმა 1970 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ორივე მკვლევარმა მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 1975 წელს, რენატო დულბეკოსთან ერთად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.