![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/39/Warrnambool-harbour.jpg/640px-Warrnambool-harbour.jpg&w=640&q=50)
უორნამბული
From Wikipedia, the free encyclopedia
უორნამბული (ინგლ. Warrnambool) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 29 284 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით ამ ქალაქს 46-ე ადგილი უკავია. უორნამბული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნიდან დაშორებულია 265 კილომეტრით. უორნამბული დაარსდა 1855 წელს. უორნამბული გაშენებულია ბასის სრუტის ნაპირებზე. ქალაქში ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 741.9 მმ-ს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
უორნამბული ინგლ. Warrnambool | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | ვიქტორიავიქტორია (შტატი)|ვიქტორია |
კოორდინატები | 38°22′00″ ს. გ. 142°29′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1855 |
ცენტრის სიმაღლე | 24 მეტრი |
მოსახლეობა | 29 284 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+10 |
საფოსტო ინდექსი | 3280 |
ოფიციალური საიტი | warrnambool.vic.gov.au |
დახურვა