ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს ურუგვაის საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს ურუგვაის ფეხბურთის ასოციაცია. გუნდის მეტსახელია La Celeste (ცისფერ-ლურჯები).
მეტსახელ(ებ)ი | La Celeste (ცისფერ-ლურჯები) | ||
---|---|---|---|
ასოციაცია | ურუგვაის ფეხბურთის ასოციაცია | ||
კონფედერაცია | კონმებოლი | ||
მთავარი მწვრთვნელი | მარსელო ბიელსა | ||
კაპიტანი | ფედერიკო ვალვერდე | ||
ყველაზე მეტი კეპი | დიეგო გოდინი (161) | ||
ბომბარდირი | ლუის სუარესი (68) | ||
სტადიონი | სენტენარიო | ||
ფიფა-ს კოდი | URU | ||
ფიფა-ს რეიტინგი | 17 (21 დეკემბერი, 2021) | ||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 2 (ივნისი, 2012) | ||
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 76 (დეკემბერი, 1998) | ||
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (13 ივნისი, 1928) | ||
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი | 48 (5 სექტემბერი, 1979) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
ურუგვაი 2–3 არგენტინა (მონტევიდეო, ურუგვაი; 16 მაისი, 1901) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
ურუგვაი 9–0 ბოლივია (ლიმა, პერუ; 9 ნოემბერი, 1927) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
ურუგვაი 0–6 არგენტინა (მონტევიდეო, ურუგვაი; 20 ივლისი, 1902) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლა | 13 (პირველად 1930) | ||
საუკეთესო შედეგი | ჩემპიონი, 1930, 1950 | ||
კოპა ამერიკა | |||
გამოსვლა | 44 (პირველად 1916) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული (15) 1916, 1917, 1920, 1923, 1924, 1926, 1935, 1942, 1956, 1959, 1967, 1983, 1987, 1995, 2011 |
ურუგვაის ნაკრებს კოპა ამერიკა 15-ჯერ აქვს მოგებული და ამ მხრივ ყველაზე წარამატებული ქვეყანაა. უკანასკნელად მათ ეს ტიტული 2011 წელს მოიგეს. მათ ასევე მოიგეს მსოფლიო თასი 1930 და 1950 წელს. პირველ ჩემპიონატზე, 1930 წელს, არგენტინა დაამარცხეს 4–2, ხოლო 1950 წელს ბრაზილია 2–1. ურუგვაი-ბრაზილიის მატჩი ისტორიაში შევიდა ყველაზე დიდი დასწრებით, რადგან ამ თამაშს მარაკანაზე 199 854 ადამიანი ესწრებოდა[1]. ურუგვაის ნაკრებს ორჯერ აქვს მოგებული ზაფხულის ოლიმპიადის ოქროს მედლები, 1924 და 1928 წელს. ეს ტურნერები ფიფას მიერ აღიარებულია როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ეკვივალენტი. ამიტომ, ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების ფორმაზე გამსოხულია 4 ვარსკვლავი (2 — მსოფლიო ჩემპიონობას აღნიშნავს, 2 — ოლიმპიადის მოგებას).
1980 წელს ურუგვაიში გაიმართა საზეიმო ტურნირი — „მუნდიალიტო“, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დაფუძვნების 50 წლისთავს მიეძღვნა. ურუგვაის ნაკრებმა ამ ტურნირზეც გაიმარჯვეს და საერთო ჯამში 20 საერთაშორისო ტურნირის მოგება მოახერხეს. (15 — კონტიენტის თასი, 2 — მსოფლიო თასი, 2 — ოლიმპიადა, 1 — მუნდიალიტო).