ფარულლაყუჩიანები (ლათ. Cryptobranchidae) — ოჯახი კუდიანი ამფიბიების რიგისა. აქვთ ფართო თავი, მასიური სხეული, წვრილი თვალები, წინა კიდურებზე 4-4 თითი, უკანაზე 5-5, გვერდებიდან შებრტყელებული კუდი. მათი სხეულის სიგრძე 1,5-1,8 აღწევს. შეფერილობა მურაა, ზოგჯერ შავი ან ყვითელი ლაქები აყრია. აერთიანებს 2 გვარის 3 სახეობას. Cryptobzanchus-ის გვარში 1 სახეობაა — ალეგანური ფარულლაყუჩიანა (Cryptobranchidae alleghaniensis), რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მეორე გვარი — Andrias მოიცავს 2 სახეობას: იაპონურ გიგანტურ სალამანდრას (Andrias japonicus), რომელიც გავრცელებულია იაპონიაში და ჩინურ გიგანტურ სალამანდრას (Andrias davidianus), რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ ჩინეთში.

სწრაფი ფაქტები ფარულლაყუჩიანები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ფარულლაყუჩიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  კუდიანი ამფიბიები
ოჯახი:  ფარულლაყუჩიანები
ლათინური სახელი
Cryptobranchidae
დახურვა

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.