ფაწა
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ფაწა – მდინარე საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში, მაღრან-დვალეთის კავკასიონში, ლიახვის მარჯვენა შენაკადი. აუზის ფართობი 220 კმ², სიგრძე 17 კილომეტრი. სათავე აქვს სოფელ ერწოს მიდამოებში. მარჯვნიდან ერთვის ქეშელთა. საზრდოობს უმთავრესად თოვლის ნადნობი და წვიმის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი ქეშელთის შეერთებამდე 0,34 მ³/წმ, ქეშელთის შეერთების შემდეგ 3,5 მ³/წმ, შესართავთან – 4,9 მ³/წმ.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფაწა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ფაწა, ქვეყანა ...
ფაწა | |
---|---|
ფაწა | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
სათავე |
მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°28′10″ ჩ. გ. 43°46′50″ ა. გ. |
შესართავი |
ლიახვი 42°21′20″ ჩ. გ. 43°54′16″ ა. გ. |
სიგრძე | 17 კმ |
აუზის ფართობი | 220 კმ² |
მდინარის სისტემა | ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 4,9 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
დახურვა