ფეხბურთი აზერბაიჯანში
From Wikipedia, the free encyclopedia
ფეხბურთი აზერბაიჯანში — ყველაზე პოპულარული სპორტია. აზერბაიჯანულ ფეხბურთს ორგანიზებას უწევს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაცია (AFFA), რომელიც მართავს: ეროვნულ, პროფესიონალურ ფეხბურთის ლიგას, AFFA-ის უმაღლეს ლიგასა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს.
{{wikidata/p18}} ხაზარ ლენკორანის ფანები ფეხბურთის მატჩის მიმდინარეობისას | |
უმაღლესი ორგანო | აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაცია |
---|---|
ტიპი | sport in a geographic region და სპორტული შეჯიბრება |
ქვეყანა/რეგიონი | აზერბაიჯანი |
ეროვნული ნაკრები მონაწილეობას იღებს ფიფასა და უეფას მიერ ორგანიზებულ ყველა შეჯიბრებაში როგორც უფროს, ისე ახალგაზრდულ დონეზე. ნეფთჩი ბაქო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი იყო და ზოგჯერ ევროპულ საკლუბო შეჯიბრებებშიც იღებდა მონაწილეობას. მათი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი იყო ანატოლი ბანიშევსკი, რომელიც საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაშიც შედიოდა. სწორედ იგი გავიდა 1966 წლის ფიფას მსოფლიო თასის ნახევარფინალში. კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ფეხბურთის ლეგენდა იყო ლაინსმენი (მსაჯი) ტოფიკ ბაჰრამოვი, რომელმაც 1966 წლის ფიფას მსოფლიო თასის ფინალში, ინგლისისა და დასავლეთ გერმანიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა.