ფილიპინების ტბების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპინების ტბების უმეტესობა ვულკანური და ტექტონიკური წარმოშობისაა. პატარა ტბების ნაწილი ჩამქრალი ვულკანების კრატერებშია წარმოქმნილი. ზოგიერთი ტბის აუზი ტექტონიკური ან ვულკანური აქტივობის შედეგად ზედაპირის დამრეცად მოძრაობითაა წარმოშობილი. ფილიპინებში გვხვდება მეწყერული წარმოშობის ტბებიც.[1][2]
ფილიპინების ტბებს შორის ზომითა და ეკონომიკური მნიშვნელობით სამი ტბაა გამორჩეული: ლაგუნა-დე-ბაი და ტაალის ტბა ლუსონზე და ლანაოს ტბა ― მინდანაოზე.