From Wikipedia, the free encyclopedia
ფლორენტინო პერეს როდრიგესი (ესპ. Florentino Pérez Rodríguez; დ. 8 მარტი, 1947) — ესპანელი ბიზნესმენი, განათლებით ინჟინერ-მშენებელი, ყოფილი პოლიტიკოსი და ამჟამად საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბ მადრიდის რეალის პრეზიდენტი.
ფლორენტინო პერეს როდრიგესი | |
---|---|
დაიბადა | 1947 წლის, 8 მარტს მადრიდში, ესპანეთი |
ცხოვრობს | მადრიდში, ესპანეთი |
ეროვნება | ესპანელი |
განათლება | მადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მშენებელი |
საქმიანობა | ბიზნესმენი, სკ მადრიდის რეალის პრეზიდენტი |
მშობლიური ქალაქი | მადრიდი |
ტიტული | კლუბის პრეზიდენტი |
სუფთა ღირებ. | $1.9 მილიარდი |
მეუღლე | მარია ანხელეს „პიტინა“ სანდოვალი |
შვილები | ფლორენტინო პერეს სანდოვალი ედუარდო პერეს სანდოვალი მარია ანხელეს პერსეს სანდოვალი |
ფლორენტინო პერეს როდრიგესი დაიბადა 1947 წლის 8 მარტს ქალაქ მადრიდში. უმაღლესი განათლება მადრიდის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო სპეციალობით გზების, არხების და პორტების ინჟინერი. მალევე იმავე უნივერსიტეტში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 25 წლისამ მეგობართან ერთად გახსნა გამომცემლობა სადაც იბეჭდებოდა «დასვენების ცნობარი» (ესპ. Guía del ocio). ამის შემდეგ მას არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, რომელთა შორის შეიძლება აღინიშნოს: ესპანეთის გზების ასოციაციის დირექტორობა(1973-1976), მადრიდის მერიის გარემოს დაცვაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარეობა (1976-1979). 1993 წელს გახდა სამშენებლო კომპანია ОСР-ის პრეზიდენტი.
1995 წელს მან თავისი კანდიდატურა მადრიდის რეალის პრეზიდენტობაზე წამოაყენა, მაგრამ 17 თებერვლის არჩევნებზე 698 ხმის სხვაობით დამარცხდა კლუბის იმჟამინდელ პრეზიდენტ რამონ მენდოსასთან. 2000 წლის 17 ივლისს ახდა პერესის დიდიხნის ოცნება და ის გახდა რეალის თავკაცი. მან 3167 ხმის უპირატესობით დაამარცხა თავისი მეტოქე ლორენს სანსომი. კლუბის პრეზიდენტობის დროს მან არა ერთ სკანდალში გაერია. განსაკუთრებული აჟიოტაჟი და მითქმა-მოთმა გამოიწვია პერესის მიერ ძვირადღირებული სპორტსმენების შეძენამ, მიუხედავად ამისა 2004 წელს მან განმეორებით გაიმარჯვა „სამეფო კლუბის“ არჩევნებში.
2006 წელს ესპანეთში განხილვის მთავარ საგნად იქცა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის პოსტიდან გადადგომა. ექვსი წლის მანძილზე პერესი უზარმაზარ ფინასურ რესურსებს ხარჯავდა მსოფლიო დონის ვარსკვლავების შესაძენად და ასეთი მეთოდით მას სურდა რეალის მსოფლიო გუნდად ჩამოყალიბება. საბოლოოდ ზედიზედ სამ სეზონში გუნდის წარუმატებლობის გამო და განსაკუთრებით 2006 წელს ორი მტკივნეული მარცხის გამო (ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში საკუთარ მოედანზე რეალი - არსენალი 1-0 და ესპანეთის ჩემპიონატი რეალი - მალიორკა 1-2) „გალაქტიკოსის“ შემქმნელი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. გადადგომის მიზეზად მმართველი საბჭოს შეხვედრაზე პერესმა ექიმების რეკომენდაცია დაასახელა.
2009 წლის 1 ივნისს ფლორენტინო პერესი უალტერნატივოდ (ყველა კონკურენტმა მოხსნა თავისი კანდიდატურა) ისევ გახდა „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი. მან თავის პოლიტიკას მე-2 ვადაშიც არ უღალატა და პრეზიდენტად განმეორებით დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ორი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა — შეიძინა კაკა და კრიშტიანუ რონალდუ.
ხარისხი | მოთამაშე | კლუბი შეძენამდე | ტრანსფერის საფასური (GBP მილიონი) | ტრანსფერის საფასური (EUR მილიონი) | ტრანსფერის საფასური (GEL მილიონი) | წელი |
---|---|---|---|---|---|---|
1. | კრიშტიანუ რონალდუ | მანჩესტერ იუნაიტედი | 80.0 | 94.0 | 137.6 | 2009 |
2. | კაკა | მილანი | 56.8 | 65.8 | 137.6 | 2009 |
3. | ზინედინ ზიდანი | იუვენტუსი | 46.0 | 76.0 | 163.4 | 2001 |
4. | ლუიშ ფიგუ | ბარსელონა | 37.0 | 58.5 | 125.8 | 2000 |
5. | რონალდო | ინტერი | 28.5 | 43.0 | 92.4 | 2002 |
6. | დეივიდ ბეკჰემი | მანჩესტერ იუნაიტედი | 24.5 | 35.1 | 75.5 | 2003 |
7. | ქარიმ ბენზემა | ლიონი | 30.0 | 35.0 | 75.2 | 2009 |
8. | ჩაბი ალონსო | ლივერპული | 30.0 | 35.4 | 76.1 | 2009 |
9. | სერხიო რამოსი | სევილია | 18.6 | 27.0 | 58.1 | 2005 |
10. | ანხელ დი მარია | ბენფიკა | 20.5 | 25.0 | 53.8 | 2010 |
11. | ვალტერ სამუელი | რომა | 16.8 | 25.0 | 53.8 | 2004 |
12. | რობინიო | სანტოსი | 16.5 | 24.0 | 51.6 | 2005 |
13. | ხულიო ბაფტისტა | სევილია | 13.8 | 20.0 | 43.0 | 2005 |
14. | ჯონათან ვუდგეითი | ნიუკასლ იუნაიტედი | 13.4 | 19.8 | 42.6 | 2004 |
15. | რაულ ალბიოლი | ვალენსია | 12.8 | 15.0 | 32.3 | 2009 |
16. | მესუტ ოზილი | ბრემენის ვერდერი | 12.3 | 15.0 | 32.3 | 2010 |
17. | სამი კედირა | შტუტგარტი | 11.4 | 14.0 | 30.1 | 2010 |
18. | კლაუდ მაკელელე | სელტა | 9.1 | 14.0 | 30.1 | 2000 |
19. | მაიკლ ოუენი | ლივერპული | 8.0 | 11.9 | 25.6 | 2004 |
20. | პედრო ლეონი | ხეტაფე | 8.0 | 10.0 | 21.5 | 2010 |
21. | რიკარდო კარვალიო | ჩელსი | 6.5 | 8.0 | 17.2 | 2010 |
22. | ანტონიო კასანო | რომა | 3.8 | 5.5 | 11.8 | 2006 |
23. | სერხიო კანალესი | რესინგ სანტანდერი(საფეხბურთო კლუბი) | 3.8 | 4.5 | 9.7 | 2010 |
24. | ესტებან გრანერო | ხეტაფე | 3.4 | 4.0 | 8.6 | 2009 |
25. | ალვარო არბელოა | ლივერპული | 3.0 | 4.0 | 8.6 | 2009 |
26. | პაბლო გარსია | ოსასუნა | 2.7 | 4.0 | 8.6 | 2005 |
27. | ტომას გრავესენი | ევერტონი | 2.5 | 3.6 | 7.7 | 2005 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.