![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d8/Swiss_fondue.jpg/640px-Swiss_fondue.jpg&w=640&q=50)
ფონდუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ფონდუ (ფრანგულად Fondue) შვეიცარიული [1] მდნარი ყველის კერძია, რომელსაც სპეციალურ, ქოთნის ტიპის საგანში ამზადებენ, სანთლით ან სპირტის ნათურით გაცხელებულ პორტატულ გაზქურაზე. ისინი ყველში პურს ყრიან და სპეციალური გრძელტარიანი ჩანგლებით მიირთმევენ. იგი შვეიცარიის ყველის კავშირმა (Schweizerische Käseunion) შვეიცარიის ეროვნულ კერძად გამოაცხადა 1930-იან წლებში. 1960-იან წლებში ჩრდილოეთ ამერიკაში კერძის პოპულარობა გაიზარდა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d8/Swiss_fondue.jpg/640px-Swiss_fondue.jpg)
1950 წლიდან ტერმინი ფონდუ სხვა კერძების მიმართაც გამოიყენება, რომლებიც ფონდუს მხოლოდ სტრუქტურით ჰგავს.