ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი (ინგლ. The Fast and the Furious: Tokyo Drift) — 2006 წლის მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი, რომლის რეჟისორია ჯასტინ ლინი, ხოლი სცენარის ავტორი კრის კორგანი. ეს არის ფორსაჟისფრანჩაიზის მესამე ნაწილი, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ლუკას ბლეკი, სუნგ კანგი, ბოუ ვაუ და ბრაიან ტი. ფორსაჟი 3:ტოკიო დრიფტი-ის მთავარი პერსონაჟი საშუალო სკოლის მოსწავლე მანქანებზე შეყვარებული შონ ბოსველია (ბლეკი), რომელიც მამასთან ერთად გაგზავნეს ტოკიოში საცხოვრებლად.
„ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი“ | |
---|---|
ინგლ. The Fast and the Furious: Tokyo Drift | |
ჟანრი | მძაფრს-სიუჟეტიანი |
რეჟისორი | ჯასტინ ლინი |
პროდიუსერი | ნილ მორიცი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ბრაიან ტაილერი |
მწარმოებელი კომპანია | Relativity Media |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი | 16 ივნისი, 2006 წელი |
ხანგრძლივობა | 104 წუთი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 85 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 159 მილიონი აშშ დოლარი |
ლინი დირექტორად აიყვანეს ხვალ იქნება იღბალი-ში (2002) მუშაობის გამო.[1] ფილმში ძველი მსახიობების ნაცვლად ახალი მსახიობები მონაწილეობენ. [2] მოგვიანებით, ფრენჩაიზის ქრონოლოგიურობა შეიცვალა, პირველი ნაწილი გახდა ფორსაჟი 7 (2015), შემდეგ ორმაგი ფორსაჟი (2003) და ტოკიო დრიფტი.
ფილმი პირველია ფრანჩაიზიდან, სადაც მონაწილეობა მიიღო ლინმა და მორგანმა, ასევე კომპოზიტორმა ბრაიან ტაილერმა; ლინი რეჟისორი იყო ფილმის მომდევნო სამ ნაწილშიც, ხოლო მორგანმა დაწერა მომდევნო სამი ფილმის სცენარი. ტაილერი კომპოზიტორი იყო მომდევნო 4 ნაწილშიც. კასტინგი დაიწყო 2005 წლის აპრილში, ხოლო ძირითადი გადაღებები დაიწყო ლოს-ანჯელესში 2005 წლის აგვისტოში, ფილმის უმეტესობა გადაღებულია ტოკიოში.
ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი გამოვიდა აშშ-ში 2006 წლის 16 ივნისს. ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა და 159 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ფრენჩაიზის ფილმებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.