ფრანსუა ჰარდი
ფრანგი მომღერალი / From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსუა მედლინ ჰარდი (ფრანგ. Françoise Madeleine Hardy; დ. 17 იანვარი, 1944) — ფრანგი მომღერალი და სიმღერების ავტორი.
ფრანსუა ჰარდი | |
---|---|
ჰარდი 1969 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 17 იანვარი, 1944 (1944-01-17) (80 წლის) |
დაბ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
აქტიური | 1962-დღემდე |
ხელმოწერა | |
საიტი | francoise-hardy.com |
ფრანსუა ჰარდი ვიკისაწყობში |
ჰარდიმ მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. მას პოპულარობა მოუტანა სიმღერამ „Tous les garçons et les filles“. როგორც yé-yé მიმდინარეობის წამყვანი ფიგურა, ჰარდი ფრანგული მუსიკალური სცენის მოწინავე ხაზზე აღმოჩნდა და საზღვარგარეთ ყველაზე მოთხოვნადი ფრანგი მომღერალი გახდა. იგი ასრულებდა სიმღერებს სხვადასხვა ენებზე, აგრეთვე მონაწილეობდა ფილმებში და აქტიურად ატარებდა ტურნეებს ევროპაში. მან მოწონება დაიმსახურა ისეთი მომღერლებისგან, როგორებიც არიან ბობ მარლი, მაილს დევისი და მიკ ჯაგერი.[1] ფოტოგრაფი ჟან-მარი პერიეს ხელშეწყობით ჰარდიმ მოდელობა დაიწყო და მალევე მოდის სამყაროს ცნობილი სახე გახდა.[1]
1960-იანი წლების ბოლოს yé-yé-ის ეპოქის დასრულების შემდეგ ჰარდი თანამშრომლობას იწყებს უფრო შემდგარ სიმღერების ავტორებთან, როგორებიც არიან სერჟ გენსბური[2] და პატრიკ მოდიანო.[3] მომღერლის შემოქმედებაში გარდამტეხ მომენტად ითვლება 1971 წლის ალბომი La question, რომლის შემდეგაც მისი სტილი უფრო ჩამოყალიბებული გახდა. ალბომი ჰარდის ყველაზე აღიარებულ ნამუშევრად მიიჩნევა.[1][4] 1970-იანი წლების დასაწყისში ჰარდი ასტროლოგიით დაინტერესდა, სფეროს ექსპერტი გახდა და მომდევნო წლებში ამ თემაზე არაერთი ნაშრომი დაწერა.[1][4]
ჰარდი პოპულარობას როგორც მუსიკის, ისე მოდის სფეროში ინარჩუნებს.[5][6] იგი 1960-იანი წლების ფრანგული პოპის საკულტო სახედ ითვლება.[7]