ფრენსის უილარდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრენსის ელიზაბეტ ქეროლაინ უილარდი (დ. 28 სექტემბერი, 1839 — გ. 17 თებერვალი, 1898) — ამერიკელი მწერალი, თავშეკავებულობის რეფორმატორი და ქალთა სუფრაჟისტი. 1879 წელს უილარდი გახდა ქალთა ქრისტიანული თავშეკავებულობის კავშირის (WCTU) პრეზიდენტი. მისი გავლენა გაგრძელდა შემდეგ ათწლეულებშიც, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეიტანეს ჯერ მეთვრამეტე და შემდგომ მეცხრამეტე შესწორება. უილარდმა შეიმუშავა დევიზი „გააკეთე ყველაფერი“ WCTU-სთვის. ის მუშაობდა ამ ორგანიზაციის წევრების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობისთვის შუამდგომლობის, ქადაგების, ნაწერების გამოქვეყნებისა და განათლების გზით. უილიარდმა შეძლო და ამერიკის ბევრ შტატებში მიაღწია სრულწლოვნობის ასაკის გაზრდას. მან ასევე მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, კერძოდ რვასაათიანი სამუშაო დღის დაწესება. მისი ხედვები სწვდებოდა ციხის რეფორმებს, მეცნიერული თავშეკავებულობის სწავლებას, ქრისტიანულ სოციალიზმს და ქალთა უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში.
ფრენსის უილარდი | |
---|---|
დაბადების სახელი | ფრენსის ელიზაბეტ ქეროლაინ უილარდი |
დაბადების თარიღი |
28 სექტემბერი, 1839 ჩარჩვილე, ნიუ-იორკი |
გარდაცვალების თარიღი |
17 თებერვალი, 1898 (58 წლის) ნიუ-იორკი |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | პედაგოგი, მწერალი, თავშეკავებულობის მიმდევარი, ქალთა უფლებების აქტივისტი, სოციალური რეფორმატორი. |
ცნობილია როგორც | ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის პირველი ქალი დეკანი; ქალთა ქრისტიანული თავშეკავებულობის კავშირის გრძელვადიანი პრეზიდენტი; მსოფლიოს ქალთა ქრისტიანული თავშეკავებულობის კავშირის დამაარსებელი; ქალთა ეროვნული საბჭოს პირველი პრეზიდენტი |