From Wikipedia, the free encyclopedia
ფრეს პროვინცია (ტაი. แพร่) — ტაილანდის ერთ-ერთი ჩრდილოეთი პროვინცია (ჩანგვათი)[1]. მეზობელი პროვინციებია: ფაიაუ, ნანი, უტარადიტი, სუქოტაი და ლამპანგი.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ფრეს პროვინცია ტაი. แพร่ | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Phrae და Mueang Phrae | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Phrae, Rong Kwang, Long, Sung Men, Den Chai, Song, Wang Chin და Nong Muang Khai | ||||
კოორდინატები | 18°08′42″ ჩ. გ. 100°08′26″ ა. გ. | ||||
ფართობი | 6,538.6 კმ² | ||||
მოსახლეობა | 454,083 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 69 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | (+66) 0 5452 3422 ან (+66) 0 5451 1411 | ||||
საფოსტო ინდექსი | 54 | ||||
ოფიციალური საიტი | phrae.go.th | ||||
მდებარეობს 551 კმ-ით ჩრდილოეთით ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკიდან. ფრეს პროვინცია მდებარეობს მდინარე იომის ხეობაში. Phi Pan Nam Range-ის მთათა სისტემა გადის პროვინციის ჩრდილოეთიდან სამხრეთით დასავლეთში.
ფრეს პროვინციას აქვს ტროპიკული სავანის კლიმატი. ზამთარი მშრალი და თბილია. ტემპერატურა იმატებს აპრილამდე, რომელიც არის ძალიან ცხელი, საშუალო დღიური ტემპერატურაა 37.6 ° C (99.7 ° F). წვიმების სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე.
ფრეს პროვინციის ისტორია თარიღდება სამეფოს მონტის დასაბამიდან. 1443 წელს, რეგიონი გახდა ლანატაის სამეფოს ნაწილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ფრეს და ნანის ქალაქებს ერთდროს მართავდა ორი ძმა. როდესაც ისინი ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, მიწების დაყოფის თაობაზე, ერთ-ერთი მათგანი იყო ცხენზე ამხედრებული, ხოლო მეორე - კამეჩზე. ამ ვერსიით ფრეს მმართველი იყო ცხენზე, და მას შემდეგ ცხენი გახდა პროვინციის სიმბოლო. 1940 წელს ცხენთან ერთად პროვინციის გერბზე აისახა Phra Tat Cho Hae-ის ტაძარიც. ეს ტაძარი დაახლოებით 9 კმ-ით სამხრეთითაა ფრეს პროვინციიდან.[2]
ფრეს პროვინცია დაყოფილია 8 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 78 ქვეზონისგან (ტამბონ) და 645 სოფლისგან (მუბანი).
|
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.