ქალწულის გროვა
გალაქტიკების გროვა ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით / From Wikipedia, the free encyclopedia
ქალწულის გროვა — გალაქტიკების გროვა ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით, რომლის ცენტრალური ნაწილი დედამიწიდან 53.8 ± 0.3 სინათლის წლითაა დაშორებული.[1] მოიცავს დაახლოებით 1300 გალაქტიკას (შესაძლოა 2000-ზე მეტსაც).[2] გროვა წარმოადგენს უფრო დიდი, ქალწულის ზეგროვის გულს, რომლის წევრიც ასევე არის ადგილობრივი ჯგუფი. ქალწულის გროვის მასა დაახლოებით 1.2×10×1015 მზის მასას შეადგენს, რადიუსი კი 2.2 მეგაპარსეკს.[3]
გროვის შემადგენელი მრავალი კაშკაშა გალაქტიკა, მათ შორის ელიფსური გალაქტიკა მესიე 87 1770-1780-იან წლებში აღმოაჩინეს, რომლებიც შემდეგ თანდათან შევდინენ ფრანგი ასტრონომის, შარლ მესიეს კატალოგში. მესიე მას აღწერდა როგორც ნისლეულს ვარსკვლავების გარეშე; მისი რეალური ბუნების შესახებ მხოლოდ 1920-იან წლებში გახდა ცნობილი.
გროვა ქალწულის თანავარსკვლავედში დაახლოებით 8 გრადუსზეა გადაჭიმული. შემადგენელი გალაქტიკების დიდი ნაწილის ხილვა პატარა ტელესკოპებითაც შესაძლებელია. მისი ყველაზე კაშკაშა ობიექტია ელიფსური გალაქტიკა მესიე 49. თუმცა, მისი ყველაზე ცნობილი ობიექტი ასევე ელიფსური გალაქტიკა მესიე 87-ია, რომელიც გროვის ცენტრში მდებარეობს.