ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ეცნიკლოპედია / From Wikipedia, the free encyclopedia
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე) — პირველი ქართული მრავალტომეული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი. წარმოადგენს 12 ტომეულს (11 ძირითადი და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ 2 წიგნად, ქართულ და რუსულ ენებზე, 1975-87 წლებში) და მოიცავს 70 ათასამდე ტერმინს. გამოვიდა საქართველოს კპ ცკ-ისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე. გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ (მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე, რედაქტორი — როინ მეტრეველი).
„ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“ | |
---|---|
| |
ენა | ქართული ენა და რუსული ენა |
გამომცემელი | ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია |
გამოცემის თარიღი | 1965 |
იგი ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს და აღიარებულია ქართული კულტურისა და მეცნიერების დიდ გამარჯვებად. ენციკლოპედიაში შეტანილია ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, სიმონ ჯანაშიას, გერონტი ქიქოძისა და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა საენციკლოპედიო წერილები, რომელთაც დღემდე არ დაუკარგავთ სამეცნიერო ღირებულება.