From Wikipedia, the free encyclopedia
ქეთი მელუა (ინგლ. Katie Melua, ნამდვილი სახელი — ქეთევან მელუა; დ. 16 სექტემბერი, 1984, ქუთაისი, საქართველო) — წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მომღერალი.
ქეთი მელუა | |
---|---|
ინგლ. Katie Melua | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ქეთევან მელუა |
დაბ. თარიღი | 16 სექტემბერი, 1984 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი |
ბლუზი ჯაზი ფოლკ-პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ფორტეპიანო, ვიოლინო[1] |
აქტიური | 2003–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Dramatico |
საიტი | katiemelua.com |
ქეთი მელუა ვიკისაწყობში |
ქეთი მელუა დაიბადა ქალაქ ქუთაისში, საქართველოს სსრ-ში (ყოფილი საბჭოთა კავშირი). ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქ. ბათუმში გადასახლდა, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა[2] ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია), სადაც ქეთის მამა სამუშაოდ საავადმყოფოში მოეწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში გადასახლდა (ინგლისი). ქეთი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით "Stars Up Their Nose", რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა "Mad for it!". კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით "Without You" და გაიმარჯვა.
მიიღო რა საშუალო განათლება სურეიში, ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში განაგრძო, რომელიც ტერიტორიულად ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქეთიმ სწავლის პერიოდშივე დაიწყო სიმღერების წერა და სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს[3]. ქეთი მელუას უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, თუმცა მას ხშირად გამოუხატავს სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებისა. მისი სიტყვებით, თუ მომავალში უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცემა, იგი სასწავლო კურსში აირჩევდა ინგლისურ ლიტერატურას, ისტორიასა და ფიზიკას.
ქეთი მელუა დაქორწინებულია მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმზ ტოუსლენდზე[4][5].
ქეთი მელუა ვიკიციტატებში | |
ქეთი მელუა ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.