From Wikipedia, the free encyclopedia
ქვევრი — კვერცხისებური ფორმის, კონუსური (იშვიათად ბრტყელი) ძირის მქონე თიხის ჭურჭელი, ვიწრო ყელითა და დისკოსებური თავით. გამოიყენება ღვინის დასაყენებლად ან მარცვლეულის შესანახად. ქვევრის მოხმარება სპეციფიურია - მას მიწაში ფლავენ და ჰერმეტიულად ხურავენ. საქართველოში ქვევრისებური ჭურჭელი ადრეული ბრინჯაოს ხაინდანაა ცნობილი, თუმცა ბევრი მათგანის კონკრეტული დანიშნულება უცნობია. ქვევრი მრავლადაა გამოვლენილი ანტიკური ხანის ნამოსახლარებსა და სამაროვნებზე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ, ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს - ქვევრს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1]. იგივე სტატუსი ქვევრს, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 8 თებერვალის № 91 ბრძანებულებით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისადაც მიენიჭა[2][3].
იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე (ქ. ბაქო, 2-7 დეკემბერი, 2013) მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე[4][5].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.