ქიმიური ელემენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქიმიური ელემენტი, ელემენტი — ერთი და იმავე ატომური ნომრის (ბირთვის მუხტის) მქონე იმ ატომთა ერთობლიობა, რომელთაც შეიძლება განსხვავებული ატომური მასა ჰქონდეთ. თითოეულ ქიმიურ ელემენტს აქვს საკუთარი ლათინური სახელი და ქიმიური სიმბოლო, რომელიც რეგულირდება IUPAC-ით და წარმოდგენილია ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელემენტი. |
ეს ტერმინი აღნიშნავს აგრეთვე სუფთა ნივთიერებას, რომელიც შედგება ბირთვში ერთი და იმავე რაოდენობის პროტონების მქონე ატომებისაგან. ქიმიური რეაქციების დროს არ ხდება ქიმიური ელემენტების გარდაქმნა. ქიმიური ელემენტების გარდაქმნა შესაძლებელია მხოლოდ ბირთვული რეაქციების გზით. ქიმიური ელემენტის ეს თანამედროვე განსაზღვრება შემოიტანა რობერტ ბოილმა 1661 წელს და იგი უპირისპირდება პლატონისეულ ოთხი ელემენტის თეორიას.
ქიმიური რეაქციების დროს იცვლება ატომების გარეელექტრონთა შორის კავშირები, ხოლო ბირთვული რეაქციების დროს კი ხდება ატომის ბირთვის შემადგენელი ნუკლონების გარდაქმნა.
დღეისათვის ცნობილია 117 ელემენტი (1–დან 118–ის ჩათვლით გარდა 117–ესი), მათგან 94 გვხვდება ბუნებრივი სახით დედამიწაზე.
ჩვეულებრივ, ქიმიურ ელემენტებს განადასებენ მენდელეევის მიერ გამოგონებულ მენდელეევის ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში.