ქიმიური ფორმულა
From Wikipedia, the free encyclopedia
ქიმიური ფორმულა — ინდივიდუალურ ნივთიერებათა შედგენილობის გამოსახულება ქიმიური ნიშნებისა და რიცხვების საშუალებით. ზოგად შემთხვევაში გამოისახება როგორც AmBnCp... სადაც A, B, C... არის ქიმიურ ელემენტთა ატომების სიმბოლოები, რომელთაგანაც შედგება მოცემული ნივთიერება; m, n, p... მთელი რიცხვებია და გვიჩვენებენ ცალკეული ატომების რიცხვს მოცემულ ნივთიერებაში.
ნივთიერებათა ქიმიური ფორმულის დასადგენად აუცილებელია ვიპოვოთ მათი რაოდენობრივი შედგენილობა (მასის მიხედვით %-ში) : პროცენტული შედგენილობა შევცვალოთ ატომთა რიცხვთაშორის თანაფარდობით და ეს თანაფარდობა გამოვსახოთ მთელი რიცხვებით.