ქრისტიანული კვარტალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქრისტიანული კვარტალი ( ებრ. הַרֹבַע הַנוֹצְרִיარაბ. حَارَة النَّصَارَى ) — იერუსალიმის გალავნიანი ძველი ქალაქის ოთხი კვარტალიდან ერთ-ერთი (დანარჩენი სამია: ებრაული, მუსლიმური და სომხური კვარტლები). ქრისტიანული კვარტალი მდებარეობს ძველი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში და გადაჭიმულია მისი დასავლეთ კედლის გასწვრივ ჩრდილოეთით ახალი კარიბჭიდან იაფას კარიბჭემდე ; სამხრეთით — იაფას კარიბჭიდან დასავლეთ კედელამდე გზის გასწვრივ, ებრაული და სომხური უბნების მიმდებარედ; აღმოსავლეთით კვარტალი აღწევს დამასკოს კარიბჭეს, სადაც ესაზღვრება მუსლიმურ კვარტალს.[1]
კვარტალი | |
---|---|
ქრისტიანული კვარტალი იერუსალიმში {lang-he|הַרֹבַע הַנוֹצְרִי}}, არაბ. حَارَة النَّصَارَى | |
იერუსალიმის ქრისტიანული კვარტლის რუკა | |
ქვეყანა | ისრაელი |
კოორდინატები | 31°46′42″ ჩ. გ. 35°13′45″ ა. გ. |
ფართობი | 190 ათასი მ² კმ² |
მოსახლეობა | 4,2 ათასი მოსახლე (2011) კაცი |
კვარტალი ძირითადად შედგება რელიგიური, ტურისტული და საგანმანათლებლო მიზნებისთვის განკუთვნილი შენობებისგან რელიგიური სკოლების ჩათვლით (მაგალითად, ლუთერანული სკოლა და წმინდა პეტრეს სახელობის სკოლა) ან განკუთვნილია ქრისტიანი მომლოცველებისთვის. კვარტალში დაახლოებით 40 ქრისტიანული სალოცავია, მათ შორის მაცხოვრის საფლავი, რომელიც ქრისტიანების ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება. წმინდა საფლავის ტაძრის ირგვლივ განლაგებულია ეკლესიები და მონასტრები.