ქუთაის-გაენათის ეპარქია
From Wikipedia, the free encyclopedia
ქუთაის-გაენათის ეპარქია — ეპარქია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მდებარეობს ისტორიული ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში. მოიცავს მდინარე რიონის ქვემო დინებასა და წყალწითელას ხეობას, ანუ ქალაქ ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს. ქუთაის-გაენათის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთის და უბისის, ჭიათურისა და საჩხერის, დასავლეთიდან - ხონისა და სამტრედიის, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის, ცაგერისა და ქვემო სვანეთის, სამხრეთიდან - ვანისა და ბაღდათის ეპარქია.
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია ...
ქუთაის-გაენათის ეპარქია | ||
ბაგრატის ტაძარი (1003) | ||
ძირითადი ინფორმაცია | ||
---|---|---|
ქვეყანა : | საქართველო | |
ეპარქიალური ცენტრი : | ქალაქი ქუთაისი | |
საკათედრო ტაძარი : | ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) ტაძარი | |
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : | ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე | |
საიტი : | www.fb.com/kutaisgaenati/ | |
მმართ. ეპისკოპოსი : | იოანე (გამრეკელი) | |
მმართ. დასაწყისი : | 2019 წლის 22 ივნისი |
დახურვა