From Wikipedia, the free encyclopedia
ღმერთების ომი: უკვდავები (ინგლ. Immortals) — რეჟისორ ტარსემ სინგჰის კინოფილმი. ჟანრი ფენტეზი, სათავგადასავლო და მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ჰენრი კეველი, ფრიდა პინტო და მიკი რურკი.[4] ფილმის პრემიერა გაიმართა 2011 წლის 11 ნოემბერს.
„ღმერთების ომი: უკვდავები Immortals“ | |
---|---|
რეჟისორი | ტარსემ სინგჰი |
პროდიუსერი |
მარკ კანტონი კრეიგ ფლორესი რაიან კავანა |
სცენარის ავტორი |
ჩარლი პარლაპანიდესი ვლას პარლაპანიდესი |
როლებში |
ჰენრი კეველი ფრიდა პინტო მიკი რურკი |
კომპოზიტორი | ტრევორ მორისი |
ოპერატორი | ბრენდან გელვინი |
სტუდია |
Universal Pictures Relativity Media |
გამოსვლის თარიღი | 2011 |
ხანგრძლივობა | 110 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა |
ინგლისური ბერძნული |
ბიუჯეტი | $75[1]-120[2] მილიონი |
შემოსავალი | $216,014,480[3] |
ახალგაზრდა თესევსი უბრალო გლეხია, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს ერთ-ერთ სოფელში ზღვის სანაპიროსთან. იგი მამაცია და კარგად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას. იგი მეომრად გამოზარდა ადგილობრივმა მოხუცმა, რომელმაც მას ასწავლა ხმლისა და ფარის ფლობა. თესევსის დედა ხშირად სტუმრობს ადგილობრივ ტაძარს, თუმცა თესევსს არცთუ ისე სწამს ღმერთების. ამასობაში ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილ მეფეს ჰიპერიონს ადამიანების განადგურება და ღმერთების დამარცხება სურს. ჰიპერიონმა ომი გამოუცხადა ღმერთებს და მათ სდებდა ბრალს მისი ოჯახის სიკვდილში. მას სურს მოძებნოს ეპირული მშვილდი, რომელიც გაკეთებული იყო ომის ღმერთის არესის მიერ და ათასწლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლებს ტარტაროსის მთებში გამომწყვდეულ ტიტანებს. ჰიპერიონის ხალხი ნელ-ნელა იპყრობს ელადას და ერთ-ერთ ტაძარს, სადაც ეპირული მშვილდი ინახება და თესევსი ერთადერთია, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია.
რეჟისორმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნას ვიზუალური შედევრი ეკშენის სახით, შესრულებული რენესანსის ეპოქის სტილში.[5] Rotten Tomatoes-ის მიმოხილვაში კინოკრიტიკოსთა 90 წევრიდან მხოლოდ 38% მისცა დადებითი შეფასება ფილმს. საშუალოდ ფილმმა 10 ქულიდან მოაგროვა 5.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.