ყადლასანი
მთა საქართველოში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე / From Wikipedia, the free encyclopedia
ყადლასანი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ჯავისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. მდინარე ყადლასანისწყლის (დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3832 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
სწრაფი ფაქტები ყადლასანი ...
ყადლასანი | |
---|---|
კოორდინატები: 42°36′16″ ჩ. გ. 44°16′05″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე |
სიმაღლე | 3832 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
დახურვა