ფრინველების გვარი From Wikipedia, the free encyclopedia
ყარყატი (ლათ. Ciconia) — ფრინველების გვარი ყარყატისნაირთა რიგისა. მოცავს შვიდ სახეობას, რომელთაგანაც ექვსი აფროევრაზიის კონტინენტზე ბინადრობს, და მხოლოდ ერთია ამერიკის მკვიდრი.
ყარყატი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Ciconia (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
|
ყარყატები არიან მოზრდილი ფრინველები, საშუალოდ 1 მეტრი სიმაღლის, ფრთის შლილი ხშირად 2 მეტრამდეა, აქვთ მაღალი ფეხები, გრძელი კისერი და ნისკარტი. ბუმბულის შეფერილობაში ფიგურირებს მხოლოდ ორი ფერი — თეთრი და შავი, რომელთა ინტენსივობაც სახეობებში განსხვავებულია, ნისკარტი და ფეხები წითლადაა შეფერილი. ბინადრობენ უფრო მეტად ნოტიო ადგილებში, წყალსატევებისპირა ლერწმებში, ჭაობებში, ასევე ველებზე, მდინარების ხეობებსა და ტყეებში. ბუდეს ტოტებისგან იკეთებენ ხეებზე, სახურავებზე, ლერწმებში, კლდეებში. ყარყატები ადამიანებს ძალიან ენდობიან და ახლოს მიდიან საცხოვრებელ სახლებთან. დებენ 4-5 თეთრი ფერის კვერცხს, ზომით დაახლოებით 8 სმ. მონოგამიურები არიან. ბუდობენ კოლონიებად ან წყვილებად. იკვებებიან სხვადასხვა ცხოველური საკვებით, ძირითად კვების რაციონს შეადგენენ თევზები, ბაყაყები, ხვლიკები, გველები, ლოკოკინები, ჭიები, მინდვრის თაგვები, მწერები. მიგრანტები ევროპაში თებერვალსა და მარტში ჩამოდიან, და ყოფილ ბუდეებს უბრუნდებიან. ყარყატებზე არ ნადირობენ, ზოგი სასარგებლოა მავნე მწერებსა და მღრღნელების განადგურების გამო.
საქართველოში გავრცელებულია თეთრი ყარყატი, იგივე ლაკლაკი (ლათ. Ciconia ciconia) და შავი ყარყატი, იგივე იშხვარი (ლათ. Ciconia nigra), რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“[1].
სურათი | სამეცნიერო დასახელება | სახელი | გავრცელება |
---|---|---|---|
Ciconia abdimii | თეთრმუცლიანი ყარყატი | ||
Ciconia episcopus | თეთრყელიანი ყარყატი | ||
Ciconia stormi | მალაიური ყარყატი | ||
Ciconia maguari | ამერიკული ყარყატი | ||
Ciconia boyciana | აღმოსავლური ყარყატი | ||
Ciconia ciconia | თეთრი ყარყატი | ||
Ciconia nigra | შავი ყარყატი | ||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.