ყელიცადიტბა საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ყელის ზეგანზე, დიდი მეფისკალოს ჩრდილო-დასავლეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 3062 მ სიმაღლეზე.[2] სარკის ფართობი 0,25 კმ², მაქსიმალური სიღრმე 14 მ, წყლის მოცულობა 2,12 მლნ. მ³. წარმოადგენს ლავური ნაკადით შეგუბებულ ტბას. გეგმაში ნახევარმთვარის მოხაზულობა აქვს. აუზისთვის დამახასიათებელია ვულკანური, მყინვარული და ეროზიული რელიეფის ფორმები.[2] საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. 8–9 თვის განმავლობაში ყინულით არის დაფარული. ტბაში თევზი არ არის. ზედაპირული ჩამონადენი არ გააჩნია.[2]

სწრაფი ფაქტები ყელიცადი ...
ყელიცადი
Thumb
ყელიცადის ტბა
კოორდინატები: 42°32′26″ ჩ. გ. 44°21′53″ ა. გ.
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 3062 
ფართობი 0,25 კმ²
მოცულობა 2,12 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 14 
Thumb
ყელიცადი
Thumb
ყელიცადი
მედიაფაილები ვიკისაწყობში
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.