ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშების კონსოლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიდეო თამაშების კონსოლი არის სტანდარტიზებული გამოთვილითი მოწყობილობა, განკუთვნილი ვიდეო თამაშებისთვის, რომელიც გამოსახულების მისაღებად მოითხოვს სტანდარტულ მონიტორს ან ტელევიზორს. ეს ელექტრონული ნაწილებისგან შემდგარი მოწყობილობა იწონის 1-დან 4 კილოგრამამდე და კომპაქტური ზომიდან გამომდინარე ადვილია მისი გამოყენება სხვადასხვა ადგილებში. კონსოლი შეიძლება გამოიყენებდეს ერთ ან რამდენიმე შემნახველ მოწყობილობას, მაგალითად, როგორიც არის მყარი დისკი, ოპტიკური დისკი და მეხსიერების ბარათი, თითოეული მათგანი შემუშავებულია სხვადასხვა მწარმოებელი კომპანიების მიერ. გამოყოფილი კონსოლი არის ვიდეო თამაშების კონსოლის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მასში ჩაშენებული თამაშების გაშვება. Sanders Associates-ის ინჟინერმა რალფ ბაერმა და ამავე კომპანიის თანამშრომლებმა, ბილ ჰარისონმა და ბილ რაშმა 1972 წელს შექმნეს მსოფლიოში პირველი კომერციული სათამაშო კონსოლი Magnavox Odyssey, რომელიც გამოსცა კომპანია Magnavox-მა.
პორტატიული სათამაშო კონსოლი არის მსუბუქი მოწყობილობა ჩაშენებული ეკრანით, სათამაშო კონტროლერითა და სპიკერით და უფრო მეტად მოსახერხებელია ვიდრე სტანდარტული სათამაშო კონსოლი. სამაგიდო და ჯიბის ელექტრონული მოწყობილობებისგან განსხვავებით მას შეუძლია სხვადასხვა თამაშების გაშვება. 1970-1980-იანი წლების სამაგიდო და ჯიბის ელექტრონული მოწყობილობები წარმოადგენს პორტატიული კონსოლების წინაპარს. 1977 წელს კომპანია Mattel-მა წარმოადგინა პირველი პორტატიული ელექტრონული მოწყობილობა „Auto Race“. მოგვიანებით რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის „Coleco-მ და Milton Bradley-მ მიბაძეს Mattel-ს და გამოუშვეს თავიანთი სამაგიდო და ელექტრონული სათამაშო მოწყობილობები. ყველაზე ადრეული პორტატიული კონსოლია Microvisio — ცვლადი კარტრიჯით, გამოცემული 1979 წელს Milton Bradley-ის მიერ. Nintendo-ს მიეწერება პორტატიული კონსოლების პოპულარიზაცია Game Boy-ის ხაზის სახით (1989) და დღემდე დომინირებს პორტატიული კონსოლების ბაზარზე.