From Wikipedia, the free encyclopedia
ყირგიზეთის საპროტესტო აქციები — საპროტესტო აქციების სერია, რომელიც დაიწყო 2020 წლის 5 ოქტომბერს ყირგიზეთის ტერიტოტრიაზე და დასრულდა 15 ოქტომბერს პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომით. აქციების მონაწილეები აპროტესტებდნენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს[1][2].
ყირგიზეთში XXI საუკუნეში ორი რევოლუცია მოხდა: 2005 წელს ტიტების რევოლუცია და 2010 წლის რევოლუცია.
5 ოქტომბერს ბიშკეკის ცენტრში დაიწყო საპროტესტო აქციები 4 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ[2], რომლის შედეგადაც ცხადი გახდა, რომარჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან 7%-იანი ბარიერი მხოლოდ პროსახელისუფლო ოთხმა პარტიამ გადაკვეთა. 12 ოპოზიციური პარტია კი, მანდატების გარეშე დარჩა.
აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები გვიან ღამით პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შენობებში შეიჭრნენ[3].
ყირგიზეთში საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა[3].
ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა[4], ხოლო მოგვიანებით ყირგიზეთის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცეს[5]. სადირ ჟაპაროვი გასამართლებული იყო, კოლონიაში იხდიდა სასჯელს და ბიშკეკში არეულობის შემდეგ გაათავისუფლეს[5]. თანამდებობა დატოვა ასევე ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა, დასტანბეკ ჯუმაბეკოვმა. ამასთან, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს ოთხმა გუბერნატორმა და ბიშკეკის მერმა, აზიზ სურაკმატოვმა[5].
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხშაბათის დილის მდგომარეობით ქვეყნის საავადმყოფოებსა და კლინიკებში მკურნალობდა საპროტესტო აქციების დროს დაშავებული 768 ადამიანი[6].
ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა[7]. მან ასევე სამხედრო ტექნიკისა და ჯარის შეყვანის განკარგულება გასცა ბლოკ-პოსტების მოწყობისთვის, შეიარაღებული შეტაკებების აღსაკვეთად, მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. საგანგებო მდგომარეობა დღეს საღამოს 20:00 საათიდან ამოქმედდება და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება[8].
ქვეყნის პარლამენტმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სადირ ჟაპაროვის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანომ ასევე დაამტკიცა ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც[9].
ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა ქვეყანაში მიმდინარე საპორტესტო გამოსვლების ფონზე, გადადგომის შესახებ განაცხადა[10]. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე კანატბეკ ისაევი, თუმცა რამდენიმე საათში კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობის შერულებაზე უარი განაცხადა[11] და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა სადირ ჟაპაროვი[12].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.