შავი ზღვის ინციდენტი (1988)
From Wikipedia, the free encyclopedia
1988 წლის შავი ზღვის ინციდენტი — 1988 წლის 12 თებერვალს მომხდარი საზღვაო ინციდენტი, რომლის დროსაც ამერიკული კრეისერი იორკთაუნი (USS Yorktown) დემონსტრირებდა მშვიდობიანი გავლის უფლებას შავ ზღვაზე და შევიდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ წყლებში, ცივი ომის დროს. კრეისერს მსუბუქად დაეჯახა საბჭოთა ფრეგატი ბეზზავეტნი, რომლის მიზანი იყო იორკტაუნის საერთაშორისო წყლებში დაბრუნება. ამ ინციდენტში მონაწილეობა მიიღო ასევე გამანადგურებელმა კარონმა (USS Caron), რომელიც მოძრაობდა იორკთაუნთან ერთად მშვიდობიანი გავლის უფლების წესების დაცვით, რომელსაც განზრახ გვერდით ამოუდგა და შეეხო საბჭოთა მირკას კლასის ფრეგატი SKR-6. იორკთაუნის ეკიპაჟის თქმით, შეინიშნებოდა მცირე ზარალი გემის კორპუსზე, თუმცა დატბორვის ან სხვა რაიმე ინციდენტის საშიშროების გარეშე. [1] კარონი არ დაზიანებულა.
შავი ზღვის ინციდენტი (1988) | |
---|---|
ცივი ომის ნაწილი | |
„ბეზზავეტნისა“ და „იორკთაუნის“ შეჯახება | |
თარიღი | 1988, 12 თებერვალი |
მდებარეობა | შავი ზღვა |
იმ დროს საბჭოთა კავშირი აღიარებდა უდანაშაულო გავლის უფლებას, თუმცა ამისთვის თავის ტერიტორიულ წყლებში მკაცრად ჰქონდა განსაზღვრული საზღვაო ხაზები. [2] ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაჩნდათ, რომ არ არსებობდა არანაირი იურიდიული საფუძველი საზღვაო გასასვლელის მქონე სახელმწიფოსთვის, რომ საზღვაო გადასასვლელები მხოლოდ სამხედრო ხომალდებისთვის შეეზღუდა. [3] ამის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა, რომ გაეროს კონვენციის საერთაშორისო საზღვაო სამართლის რუსულენოვანი ტექსტის მიხედვით, კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით, ზღვის სანაპიროს მქონე სახელმწიფოს საჭიროების შემთხვევაში საშუალება ეძლეოდა რეგულირება მოეხდინა უდანაშაულო გადასასვლელის უფლებაზე. მსგავსი დამატება ინგლისურენოვან ტექსტს არ ჰქონია. [1] ინციდენტის შემდეგ საბჭოთა კავშირმა გამოთქვა სურვილი გადაეწყვიტა საბჭოთა ტერიტორიულ წყლებში უდანაშაულო გადასვლის საკითხი.