![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/97/Rosales_-_Dried_Prunus_domestica_d.jpg/640px-Rosales_-_Dried_Prunus_domestica_d.jpg&w=640&q=50)
შავქლიავი
From Wikipedia, the free encyclopedia
შავქლიავი[1] — ქლიავის სხვადასხვა ჯიშის (იტალიური უნგრულა, შინაური უნგრულა, შავქლიავა და სხვ.) ჩირი. საჩირედ ვარგისია მწიფე, ხორციანი ნაყოფები კურკისაგან ადვილად გამოსათავისუფლებელი რბილობით, შაქრის არანაკლებ 10%-იანი და მჟავების არაუმეტეს 1,2%-იანი შემცველობით. იტალიური უნგრულას ნაყოფების შრობის დასაჩქარებლად, ცვილოვანი ნაფიფქის მოსაშორებლად და ნაყოფის კანზე „ბადეების“ (ნაპრალების) მისაღებად წინასწარ უკეთებენ ბლანშირებას (ამუშავებენ ადუღებული წყლით) 20–30 წამის განმავლობაში, სხვა ჯიშის ქლიავებს — 1–1,5 წუთის. შემდეგ აცივებენ გამდნარი წყლით და ორთქლის საშრობებზე აშრობენ 8–10 საათის მანძილზე 80°С ტემპერატურის პირობებში (შრობის პროცესის ბოლოს ტემპერატურას 60°С-მდე სწევენ). შავქლიავისათვის ბზინვარების მიცემისთვის გაცივებისა და დახარისხების შემდეგ 1,5–2 წუთის განმავლობაში უშვებენ ადუღებულ წყალში, შემდგომ გლიცერინით ამუშავებენ (5 კგ 1 ტონა შავქლიავზე). სასაქონლო ხარისხებია: უმაღლესი, 1-ლი, მე-2. პროდუქტი უნდა იყოს შავი ფერის, რბილი, ტკბილ-მჟავე გემოსი. შავქლიავის გამოსავალი ნედლი ნაყოფისაგან 20–22%-ია.
![]() |
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: შავქლიავა. |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/97/Rosales_-_Dried_Prunus_domestica_d.jpg/640px-Rosales_-_Dried_Prunus_domestica_d.jpg)