შარიტე
კლინიკა ბერლინში / From Wikipedia, the free encyclopedia
შარიტე – ბერლინის საუნივერსიტეტო მედიცინის კლინიკა (გერმ. Charité – Universitätsmedizin Berlin) — ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საუნივერსიტეტო კლინიკა; ჰუმბოლდტის და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტების შვილობილი.[1] „შარიტე“ დაარსდა 1710 წელს და ამჟამად არის გერმანიის კვლევითი ფონდის მრავალი გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მფლობელი. იგი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე კვლევატევადი სამედიცინო დაწესებულებაა. 2012-2020 წლებში „შარიტე“ Focus-ის რეიტინგში გერმანიის 1000 საუკეთესო საავადმყოფოს შორის საუკეთესოს სტატუსის მფლობელი იყო.[2][3] 2019 და 2020 წლებში Newsweek-მა „შარიტე“ მსოფლიოს ხუთ საუკეთესო საავადმყოფოს შორის და ევროპის საუკეთესო კლინიკად დაასახელა.[4] 2019 წლიდან არის ბერლინის საუნივერსიტეტო ალიანსის ინსტიტუტი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ბერლინის ტექნიკური, თავისუფალი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტები და მასში 2019 წლის მდგომარეობით მოღვაწეობდა 290-ზე მეტი პროფესორი და 8077-ზე მეტი სტუდენტი. „შარიტეს“ კლინიკაში მოღვაწეობდა მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გერმანელი მეცნიერების უმეტესობა, მათ შორის რობერტ კოხი, ემილ ფონ ბერინგი და პაულ ერლიხი.[5]