From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ ნოდიე (ფრანგ. Charles Nodier; დ. 29 აპრილი, 1780 — გ. 27 იანვარი, 1844) — ფრანგი ავტორი.
შარლ ნოდიე | |
---|---|
ფრანგ. Charles Nodier[1] | |
დაბადების თარიღი | 29 აპრილი, 1780[2] [1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | ბეზანსონი, ფრანშ-კონტე, საფრანგეთის სამეფო[14] [1] |
გარდაცვალების თარიღი | 27 იანვარი, 1844[2] [1] [3] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (63 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთის სამეფო[14] [1] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო[15] და Grave of Nodier |
ფსევდონიმი | Maxime Odin[1] [16] , Docteur Néophobus[1] [16] და Carlo Nodier[1] |
საქმიანობა | ჟურნალისტი[1] , ლექსიკოგრაფი, ბიბლიოთეკარი[1] , პოეტი, ენტომოლოგი, რომანისტი[1] , მწერალი[1] [17] , მთარგმნელი[18] , ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი[16] და ფილოლოგი[16] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[1] |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
მეუღლე | Désirée Nodier |
შვილ(ებ)ი | Marie Antoinette Menessier-Nodier |
ნათესავ(ებ)ი | Fanny Tercy |
შარლ ნოდიე დაიბადა 1780 წლის 19 აპრილს ბეზანსონში, ვექილის ოჯახში. ბავშვობიდანვე ისეთ წრეებში იზრდებოდა, რომლის წარმომადგენლები 1789 წლის რევოლუციის მონაწილენი იყვნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქის ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ხოლო 1800 წელს პარიზში გადავიდა და ხელი მოჰკიდა ლიტერატურას. დაწერა რომანი "განდევნილნი" და მოთხრობა "ზალცბურგელი მხატვარი". ნაპოლეონის რეჟიმის დროს, იმპერატორის წინააღმდეგ მიმართული პამფლეტების გამო, ნოდიე იძულებული იყო საფრანგეთის საზღვრებს გარეთ ეცხოვრა. იგი შვეიცარიაში წავიდა. 1814 წელს საგრანგეთში დაბრუნდა და ლიტერატურულ ცხოვრებაში ჩაება. 1824 წელს, შოტლანდიაში მგზავრობის დროს, უოლტერ სკოტი გაიცნო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაწერა მოთხრობა-ზღაპარი "ტრიბლი:, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.
ნოდიეს ბევრი ფანტასტიკური ნოველა აქვს, რომლებშიც ისევე, როგორც "ტრილბიში", რეალური და ფანტასტიკური ერთმანეთშია შერეული. ნოდიე ფიქრობდა, რომ ადამიანის ფსიქიკაში დიდი ადგილი ეჭირა ოცნებასა და სიზმარს, რაც შემდგომ ასე უხვად გამოიყენეს მე-20 საუკუნეში სიურრეალისტებმა.
1824 წლიდან მის ბინაზე შეიქმნა ე. წ. "სენაკლი", რომელიც ფრანგ რომანტიკოსებს აერთიანებდა. ამ წრეში შედიოდნენ ვიქტორ ჰიუგო, ალფრედ დე მიუსე, ალფრედ დე ლამარტინი და სხვა. ნოდიე რომანტიკული მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიტიკოსი იყო და გიუგო მას თავის მასაწვლებელს უწოდებდა. 1834 წელს ნოდიე საფრანგეთში აკადემიის წევრად აირჩიეს.
ნოდიე გარდაიცვალა 1844 წლის 27 იანვარს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.