From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ I დე ბურბონი (ფრანგ. Charles Ier de Bourbon; დ. 1401 — გ. 4 დეკემბერი, 1456) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ ჟან I-ისა და მარი ბერელის უფროსი ვაჟი. ბურბონისა და ოვერნის ჰერცოგი 1434-1456 წლებში.
შარლ I დე ბურბონი | |
---|---|
ბურბონისა და ოვერნის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1434 |
მმართ. დასასრული: | 4 დეკემბერი, 1456 |
წინამორბედი: | ჟან I |
მემკვიდრე: | ჟან II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1401 |
გარდ. თარიღი: | 4 დეკემბერი, 1456, (54-55 წლის) |
მეუღლე: | აგნეს ბურგუნდიელი |
შვილები: | თერთმეტი შვილი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ჟან I, ბურბონის ჰერცოგი |
დედა: | მარი ბერელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჟანი დაიბადა 1401 წელს. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ ჟან I-ისა და მარი ბერელის უფროსი ვაჟი. 1424 წელს მიენიჭა კლერმონ-ან-ბევუას გრაფობა. 1434 წელს კი მისი ორივე მშობელი ერთდროულად დაიღუპა, რის შემდეგაც მამის მემკვიდრეობით მას ბურბონის ჰერცოგობა, ხოლო დედის ხაზით ოვერნის ჰერცოგობა ერგო.
1425 წელს ცოლად შეირთო ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I უშიშის ქალიშვილი აგნეს ბურგუნდიელი. მიუხედავად იმისა, რომ აგნესთან 11 შვილი ჰყავდა, მას ასევე ჰყავდა საყვარელიც, ჟანა დე ბურნანის სახით, რომელთანაც შეეძინა უკანონო ვაჟი, სახელად ლუი, რომელიც შემდგომში რუსილონის გრაფი და ბურბონ-რუსილონის დინასტიის დამაარსებელი გახდა. ცნობილია, რომ გამოჩენილი ერთგულებისათვის, მეფე ლუი XI-მ შარლს შესთავაზა თავის უფროს ქალიშვილ ჟანა დე ვალუაზე ქორწინება.
შარლი აქტიურად იყო ჩაბმული ასწლიან ომში, სადაც იგი თავისი ცოლის ძმის, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ის მხარეს იბრძოდა. თუმცა შარლსა და ფილიპს შორის 1440 წელს დიდი განხეთქილება მოხდა და მათი ალიანსიც დაიშალა. იგი მეფე შარლ VII-ის მხარეს გადავიდა და დროებით ერთულად ემსახურა კიდეც.
ცნობილია, რომ შარლი ერეოდა 1439-40 წლებში მიმდინარე დიდგვაროვანთა აჯანყებაში, რომელიც ცნობილია "პრაგერიას" სახელით. შარლ VII-მ ჩაახშო ამბოხი, შარლს კი მისი სამფლობელოების ნაწილი ჩამოართვა. შარლ I გარდაიცვალა 1456 წელს, თავის სამეფო კარზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.